აზერბაიჯანში 700 მლნ. ევროს ღირებულების შარდოვანას ქარხანა იხსნება

უახლოეს ხანებში აზებაიჯანის სახელმწიფო კომპანი სოკარი (Socar), ექსპლუატაციაში გაუშვებს შარდოვანას (კარბამიდი) ქარხანას, რომლის ღირებულებაც, ადგილობრივი მედიის მონაცემებით 700-750 მლნ. ევროს შეადგენს.

ქარხნის წარმადობა დღე-ღამეში 2 ათასი ტონა შარდოვანა იქნება, დაახლოებით 650 ათასი ტონა წელიწადში, აზერბაიჯანის დღევანდელი მოთხოვნა წელიწადში 150-200 ათასი ტონაა, შესაბამისად წარმოებული პროდუქციის 2/3-ზე მეტი ექსპორტზე გავა.

შარდოვანა (კარბამიდი) ამიაკური ფორმის აზოტიანი სასუქია. სინთეზურ შარდოვანაში აზოტი 46%-ია. აზოტიან სასუქთა შორის ყველაზე უფრო კონცენტრირებულია.

იგი თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა, კარგი ფიზიკური თვისებების, პრაქტიკულად არ იბელტება, ინარჩუნებს გაბნევადობის კარგ უნარს.

სასუქის წარმოებისას გრანულირების პროცესში ტემპერატურის გავლენით შარდოვანაში წარმოიქმნება მცენარეზე ტოქსიკურად მოქმედი ნივთიერება-ბიურეტი, რომელიც ნიადაგში მთლიანად იშლება სასუქის შეტანიდან 10-15 დღის განმავლობაში.

ნიადაგში შარდოვანას შეტანით წარმოქმნილი ამონიუმი შთაინთქმება კოლოიდების მიერ და მას თანდათანობით შეითვისებს მცენარე.

შარდოვანა გამოიყენება ყველა ნიადაგზე ყველა კულტურაში, როგორც თესვის წინა განოყიერებისათვის, ისე სავეგეტაციო გამოკვებისას და ეფექტურობით იგი ამონიუმის გვარჯილის ტოლფასია. /აგროქიმიკატების ცნობარი/

თქვენი რეკლამა