აზერბაიჯანის აგროპროდუქტების ექსპორტი 20,7%-ით გაიზარდა

ხილი, ბოსტნეული

2016 წელს, აზერბაიჯანმა 426 მლნ. 112 ათასი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტი განახორციელა, რაც 20,7%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებზე, იტყობინება აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ექსპორტის უდიდესი ნაწილი მოდი ხილზე და ბოზსტნეულზე. 2016 წელს აზერბაიჯანიდან ექსპორტზე გავიდა 243 მლნ. 755 ათასი დოლარის (10,7% ზრდა) 215,377 ათასი ტონა ხილი (24,4% ზრდა) და 129 მლნ. 31 ათასი დოლარის (40,7% ზრდა) 162,8 ათასი ტონა ბოსტნეული (35,6% ზრდა).

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული იქნა აგრეთვე 24 მლნ. 9 ათასი დოლარის (24,3% ზრდა) 14,612 ათასი ტონა ბამბა (11,1% ზრდა).

გარდა ამისა ექსპორტზე გავიდა 7 მლნ. 983 ათასი დოლარის (7,4 % ზრდა) 2.218 ათასი ტონა (14,1% ზრდა) თამბაქო და 2 მლნ. 571 ათასი დოლარის შვრია (2015 წელს ამ პროდუქტის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა).

2015 წელს აზერბაიჯანმა ხილის და ბოსტნეულის ექსპორტი 312 მლნ. დოლარით (7,2%-ით) გაზარდა.

თქვენი რეკლამა