აზერბაიჯანი საკუთარი ქათმით და კვერცხით უზრუნველყოფილია

აზერბაიჯანის მწარმოებელთა კონფედერაციის (ASK) პრეზიდენტის, მამედ მუსაევის თქმით მეფრინველეობა მნიშვნელოვანი დარგია ქვეყნისთვის.

„მეფრინველეობა სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, რადგან ის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარგია. ამ მხარდაჭერის შედეგად, შიდა ბაზარზე ქათმის ხორცზე მოთხოვნის 98% და კვერცხზე მოთხოვნის 100% ადგილობრივი წარმოებით არის უზრუნველყოფილი“- განაცხადა მამედ მუსაევმა.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე მეფრინველეობის ფერმებში 10.2 მილიონი ფრინველია.

აზერბაიჯანის მეფრინველეთა ასოციაციის თავჯდომარის, აიდინ ველიევს განცხადებით, ყოველწლიურად ქვეყანაში 100 000 ტონა ფრინველის ხორცი და 1.5 მილიარდი კვერცხი იწარმოება.

წყარო: abc.az

თქვენი რეკლამა