ავსტრალია რძის ფერმებისთვის ახალ საკრედიტო ხაზს ხსნის

248 Views

ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რძეზე და რძის პროდუქტებზე მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნის გამო, მერძევე ფერმერებისთვის ახალ საკრედიტო გეგმას ადგენს .

საკრედიტო გეგმა, ფინანსური თვალსაზრისით 400 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის იქნება და გათვლილი იქნება 10 წლიან, შეღავათიან კრედიტებზე.

როგორც ცნობილია რძის უმსხვილესმა ექსპორტიორმა Fonterra-მ და გადადმუშავებელმა კომპანიამ Murray Goulburn-ამ გასაყიდი ფასები 15%-ით შეამცირეს. რაც თავისთავად გამოიწვევს ფერმერთა შემოსავლების კლებას.

რძის ფერმების მფლობელებმა განაცხადეს, რომ ისინი იძულებული გახდებიან, საქონელი ხორცად ჩააბარონ სასაკლაოებს, თუ არ გაიხსნება შეღავათიანი საკრედიტო ხაზი.

ფერმერებმა მოითხოვეს და სახელმწიფომ გამონახა რესურსი, რათა არ დაზარალებულიყო ქვეყნის რძის წარმოების ინდუსტრია, რომელიც რძის ექსპორტის მოცულობით მსოფლიოში მეოთხეა.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB