ატენში საოჯახო ღვინის მარანი გაიხსნა

108 Views Comment Off

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ღვინის მარანი ,,შატო ატენი» გაიხსნა. ვანიშვილების ახალი საოჯახო მარნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საოჯახო ღვინის მარნების გახსნა  მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასეთი ტიპის საოჯახო მარნების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ატენური ღვინის კატეგორიის დამკვიდრებისთვის, ასევე აგროტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის. ატენური ძალიან ცნობილი დასახელებაა და სამწუხაროდ მისგან ცოტა ღვინო იწარმოება. ასეთი ხარისხიანი, პატარა საოჯახო მეურნეობები ნამდვილად ხელს შეუწყობს  ამ პოპულარული სახელის შენარჩუნებასა და განვითარებას“  — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ატენურ ღვინოს საკმაოდ დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია.

„ატენური ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძველი დასახელებაა და სამწუხაროდ ის ბოლო წლებში ნაკლებად ცნობილია, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრებზე. ასეთი საშუალო და მცირე ზომის ღვინის მარნების განვითარება პირველი ნაბიჯებია, რომელიც  ქართლის მეღვინეობის გაძლიერებას დაეხმარება“ — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

როგორც მარნის მეპატრონემ, იოსებ ვანიშვილმა აღნიშნა,  სტუმრები ადგილზე შეძლებენ ორი დასახელების ღვინის — ატენურისა და თავკვერის და ასევე ჭაჭის შეძენასა და  დაგემოვნებას.

ვანიშვილების საოჯახო მარანი „შატო ატენი“ ჩართული იქნება პროექტში „საქართველოს ღვინის გზა“.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
324 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5314 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB