აჭარის საინვესტიციო ფორუმი ასტანაში

30 Views Comment Off

ყაზახეთის ქალაქ ასტანაში გუშინ (27 თებერვალს) საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara /Invest in Ajara” გაიხსნა.

საინვესტიციო ფორუმზე რეგიონის მთავრობამ ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო და ბიზნეს სექტორს საქართველოში, ისევე როგორც მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარუდგინა.

ფორუმზე პრეზენტაციებით წარსდგნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ფორუმში მონაწილეობას აჭარაში მოქმედი დეველოპერული, სამშენებლო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც ღებულობდნენ, რომლებმაც რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი თავიანთ ყაზახ კოლეგებს გააცნეს და B2B შეხვედრების ფორმატში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აჭარი რეგიონს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს და ეს სტატისტიკა მუდმივად მზარდია. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა გასულ წელს ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების (+118%). საინვესტიციო ფორუმის მიზანია გაიზარდოს უკვე არსებული პირდაპირი და ჩარტერული ავიაფრენები ყაზახეთიდან, მოხდეს რეგიონში უფრო მეტი ყაზახური ინვესტიციის მოზიდვა.

ფორუმის ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე მოლაპარაკება ქართულ და ყაზახურ ტურისტულ კომპანიებს შორის, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და საგანმანათლებლო-კულტურული მიმართულებით.

საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ საინვესტიციო ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ იუნესკოს მფრაველობის ქვეშ მყოფ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს, ეხილათ ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და დაეგემოვნებინათ უგემრიელესი აჭარული კერძები. აჭარის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში 1 მარტამდე გაგრძელდება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB