აჭარაში ჟურნალისტებს ოთარ დანელიამ უმასპინძლა

32 Views Comment Off

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში მედიატური გაიმართა.

ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები აჭარის რეგიონში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

ორდღიანი მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ციტრუსის მოვლა-შენახვის მეთოდებს, მანდარინის გადამუშავებისა და რეალიზაციის პროცესებს. მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და  აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე უწევდნენ.

ქობულეთში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ჟურნალისტებმა მარწყვისა და ტკბილი წიწაკის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები და ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლები  ჩაქვში, აგროსერვის ცენტრის ციტრუსოვანთა საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაშიც იმყოფებოდნენ, სადაც 15 ჰა ფართობზე გაშებენულია ციტრუსოვანთა შემდეგი  სახეობები: მანდარინი (28 ჯიში), ფორთოხალი (16 ჯიში), ლიმონი (14 ჯიში), პომელო (6 ჯიში), გრეიფუტი (3 ჯიში), კინკანი (3 ჯიშის) და ნარინჯი (1 ჯიში).

სანერგე მეურნეობაში  სასუქების შემრევი მექანიზმით აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიის მორწყვის წვეთოვანი სისტემაა დამონტაჟებული. საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში სასწავლო პრაქტიკებს გადიან სტუდენტები, ასევე, პერიოდულად, ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები ციტრუსის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

ჯურნალისტები ეწვივნენ აგრეთვე, ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმო შპს.TCF GEORGIA და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხნა „Giam group“ დათვალიერა.

საწარმო TCF GEORGIA ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს “აწარმოე საქართველოში” პროექტის ხელშეწყობით, რომლის სოფლის მეურნეობის მიმართულებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს. განხორციელებული ინვესტიცია სრულად შეადგენს 2,422,350 აშშ  დოლარს, აქედან  1,700,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია ჩართული არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტში და ამ პროექტის ფარგლებში ასევე სარგებლობს  შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებების კომპონენტით, რომლის ფარგლებში კომპანიას გამოეყო 3,000,000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი, ამჟამად ათვისებულია 1,500,000 ლარი.

კომპანიის საქმიანობა წარმოების რამოდენიმე ხაზს მოიცავს: სტანდარტული მანდარინის გადამუშავება, არასტანდარტული მანდარინის გადამუშავება და მისგან კონცენტრატის წარმოება, პლასტმასის და მუყაოს ყუთების წარმოება და შემნახველი მეურნეობა.

ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმოს შპს ,,TCF GEORGIA’’ 24 საათის განმავლობაში  100 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხება და პარაფინირება შეუძლია.

კომპანია  „Giam group“ -ის  საქმიანობას წარმოადგენს  არასტანდარტული მანდარინის გადამუშავება და მანდარინის კონცენტრატის წარმოება. 2015 წლის სეზონზე საწარმო ყოველდღიურად იბარებს დაახლოებით 200 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს. სეზონზე დაგეგმილია 10-12 ათასი ტონა მადარინის გადამუშავება. კომპანიას პროდუქტი გააქვს ექპორტზე იაპონიაში, ისრაელში, საფრანგეთში იტალიასა და ჰოლანდიაში. კომპანიაში მუდმივად დასაქმებული 15 ადამიანი, სეზონურად საქმდება დამატებით 35 კაცი.

სადემონსტრაციო მეურნეობების, ექსტენციის ცენტრისა და ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოების დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტები ბათუმის პორტში, ბორანზე ციტრუსის ჩატვირთვის პროცესს გაეცნენ.  უკრაინის მიმართულებით, ციტრუსის საბორნე გადაზიდვები კვირის განმავლობაში 3-ჯერ ხორციელდება.

მედიატურის ბოლოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაურ ფუტკარაძემ და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, დავით უმეკაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის ანგარიში გააცნეს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1546 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB