აჭარაში ციტრუსის ჩაბარება აქტიურად მიმდინარეობს

65 Views

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, ციტრუსის ექსპორტის და გადამუშავების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

კერძოდ, 10 500 ტონა ციტრუსი ექსპორტზე გავიდა, რაც მოსალოდნელი საექპორტო მოსავალის 30%-ს შეადგენს, ხოლო 1 500 ტონა გადამუშავებულია კონცენტრატზე, რაც მოსალოდნელი არასტანდარტული მანდარინის რაოდენობის 16%-ს შეადგენს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძირითად საექსპორტო ბაზრებს, უზბეკეთის, მოლდოვის, ყაზახეთისა და ბელარუსის საექსპორტო ბაზრები დაემატა. ციტრუსის დამზადება პოლონეთში ექსპორტისთვისაც მიმდინარეობს.

ლაშა კომახიძის განცხადებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულარულად აწარმოებს ციტრუსის ჩასაბარებელი ფასების მონიტორინგს.

1 დეკემბრის მდგომარეობით 1 კგ ჩასაბარებელი ციტრუსის ფასი 65 თეთრია, თუმცა ის ვარირებს ზომისა და ხარისხის მიხედვით. არსებული გამოცდილება იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ 10 დეკემბრის შემდეგ, საახალწლოდ მანდარინზე ფასის მატება.

ლაშა კომახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში დღევანდელი მდგომარეობით ციტრუსის ჩაბარების მიზნით 37 შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგან ორი მიიღებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ მანდარინსაც.

37 საწარმოდან 4 მსხვილი ქარხანაა, ხოლო დანარჩენი 33 საშუალო და მცირე სიმძლავრის საწარმოებია. ამ საწარმოთაგან ნახევარს უკვე 3 000 ტონამდე მანდარინი აქვს მიღებული.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2187 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB