აჭარაში ქართული თაფლის ფესტივალი გაიმართება

103 Views

თაფლის ფესტივალის ორგანიზების მიზნით აჭარის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და აჭარის მეფუტკრე ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2016 წლის 13-14 აგვისტოს, აჭარაში, უკვე მეორედ ჩატარდება თაფლის ფესტივალი, სადაც თაფლის პროდუქციას წარმოადგენენ მეფუტკრეები როგორც აჭარიდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან.

თაფლის ფესტივალი ტარდება ქართული თაფლის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

,,მეფუტკრეობის დარგის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა არა ერთი მიზნობრივი პროგრამა.

პროგრამის მიზანი იყო რეგიონში მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა და მეფუტკრეობის საკვები ბაზის ათვისება, რომლის შედეგადაც გაუმჯობესდება ფუტკრის პროდუქტების წარმოება, სამომხმარებლო ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტები, გაიზრდება მეფუტკრე ფერმერების შემოსავლები.

ჩვენი მიზნი სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდაა’’. -განაცხადა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.

ფესტივალი ტარდება აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული «აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის» მხარდაჭერით.

ფესტივალის ზუსტ ადგილს და სხვა ინფორმაციებს მოგაწვდით დამატებით, როგორც კი ჩვენთვის გახდება ცნობილი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2187 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB