აჭარაში მეწარმე ქალთა პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა

33 Views Comment Off

გუშინ, ბათუმში, სასტუმრო შერატონში, აჭარაში ქალ მეწარმეთა პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმში 80-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობდა.

მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმს ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ასოციაცია «ერთმანეთისთვის» ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე. სოფიო ბაკურიძემ  ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიო, გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი და საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპი, უპირობოდ ითვალისწინებს ქალთა ჩართულობის გაზრდას და ქალის როლის განმტკიცებას როგორც ქვეყნის დემოკრატიის  გაღრმავების, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.

ფორუმზე წარმოდგენილები იყვნენ ის წარმატებული ქალბატონები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ საგრანტო პროექტებში ან ისარგებლეს შეღავათიანი სესხებით თავიანთი ბიზნესის დასაწყებად  და გასაფართოებლად.

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მაღალმთიანი აჭარის წარმომადგენლები. რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში «ქალთა ოთახებთან» პარტნიორობით ხდება სოფლად მცხოვრები ქალების  მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულობის გაზრდა.

ფორუმი, რომლის მთავარი გზავნილი იყო «წარმატებული ქალი — ძლიერი ეკონომიკა», აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასტან არსებული აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია «მერსი ქორფსი»-ს იმპლემენტირებული «მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის» მხარდაჭერით ჩატარდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1333 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB