ბიომეურნეობის საფუძვლები – დამხმარე სახელმძღვანელო ფერმერთათვის

ბიო, ორგანული, მეურნეობა, ელკანა

საღ გარემოში ჯანსაღი მცენარეები, ცხოველები და ადამიანები ცხოვრობენ. მკურნალობა მხოლოდ მაშინ ხდება გარდაუვალი, როდესაც ადამიანები ქმნიან არაჯანსაღ გარემოს.

მასანობუ ფუკუოკა
„ერთი ღერი ნამჯის რევოლუცია“

ბიომეურნეობა (ორგანული) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და გასაღების მოწესრიგებული სისტემაა.

ეს გახლავთ საკვები პროდუქტების ეკოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო, ეფექტური წარმოება.

ბიომეურნეობა ითვალისწინებს მცენარეების, ცხოველებისა და ლანდშაფტების ბუნებრივ წარმადობას. იგი მიმართულია აგროწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და გარემოს შენარჩუნებაზე.

ბიომეურნეობაში მკვეთრად შეზღუდულია საწარმოო საშუალებების გარედან შემოტანა, როგორც წესი, არ გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები (სინთეზური სასუქები, ვეტერინარული პრეპარატები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და საკვები დანამატები); პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერების, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის ასამაღლებლად და მთლიანად მეურნეობის მდგრადობისათვის, მისდევენ ბუნების კანონებს.

→ ბიომეურნეობები მთელ მსოფლიოში პრინციპულად მსგავსი წესების დაცვით ეწევიან მეურნეობას. უმნიშვნელო ცვლილებები გამოწვეულია ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური, გეოკლიმატური და კულტურული თავისებურებებით.

→ ბიომეურნეობის საყოველთაო სტანდარტი დაადგინა და მიიღო “ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციამ” (IFOAM-მა), რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ სისტემებს ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.

ბიომეურნეობაში აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ბიო, ორგანული, მეურნეობა, ელკანა, ეკოლოგია

თქვენი რეკლამა