არგენტინაში ბავშვის დაბადებაზე ხეს რგავენ

დარგვა, ხე, ბავშვი, ეკოლოგია

არგენტინის ქალაქ, სან-კარლოს დე ბარილოჩეს (ესპ. San Carlos de Bariloche) საბჭომ, თავის თავზე აიღო ვალდებულება, ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე ერთი ხე დარგას.

ქალაქის ხელისულება ამგვარად ცდილობს, ადგილობროვი ტყეების აღდგენის პრობლემის მოგვარებას.

მშობლები თვითონ ირჩევენ, რომელი ხის ჯიში უნდა დაირგას მათი ბავშვის სახელზე, ერთადერთი შეზღუდვა ამ მხრივ ის არის, რომ ხე უნდა იყოს ადგილობრივი ფლორის წარმომადგენელი.

მხოლოდ ამ გზით, ქალაქის საბჭო ყოველწლიურად საშუალოდ 2500 ნერგს დარგავს.

ჩვენი აზრით, გადაწყვეტილება მხოლოდ რაოდენობის თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, არამედ იმითაც, რომ ოჯახი მოუვლის საკუთარი შვილის სახელზე დარგულ ხეს, დაუხლოვდება ბუნებას და ზოგადად იზრუნებს გარემოზე.

თქვენი რეკლამა