FAO-ს ფასების ინდექსი ივლისის თვეში უმნიშვნელოდ შემცირდა

FAO

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – ივლისში, მარცვლეულის, რძის პროდუქტებისა და შაქრის ფასების ცვლილების ხარჯზე შემცირდა და 170.9 ერთეული ქულა შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

ივნისის თვესთან შედარებით 2.7%-ითაა შემცირებული FAO-ს მარცვლეულის ფასები, რაც მეტწილად ხორბლისა და სიმინდის უხვი საექსპორტო მარაგებით იყო განპირობებული. უკვე მეხუთე თვეა, სტაბილურად უცვლელი რჩება ბრინჯის ფასის ინდექსი.

0.9%-ითაა გაზრდილი მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი, მცირედი ზრდა, ერთის მხრივ, მზესუმზირის ზეთსა და სოიოს ფასების სტაბილურობით და პალმის ზეთის ფასების ვარდნით არის ნაკარნახები. პალმის ზეთი ფასის შემცირება კი, აღნიშნული პროდუქტის სიუხვემ და პროდუქტის ექსპორტზე დაბალმა მოთხოვნამ განაპირობა.

უწყვეტად მეექვსე თვეა იზრდება FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, ივლისის თვეში მატებამ 0.6% შეადგინა. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, აზიაში აღნიშნულ პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა და ოკეანიის ქვეყნებიდან არასაკმარისი მიწოდება იყო. ოდნავაა შემცირებული ღორის ხორცის ფასების ინდექსი, რასაც, აშშ-დან და ბრაზილიიდან გაზრდილმა საექსპორტო შესაძლებლობამ შეუწყო ხელი.

ივლისში, წინა თვესთან შედარებით 2.9%-ით შემცირდა რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც მეტწილად კარაქზე, ყველსა და რძის ფხვნილზე მოთხოვნის სინაკლებემ განაპირობა. აღნიშნულ პროდუქტზე ფასები უკვე მეორე თვეა მცირდება.

ინდოეთში მაღალი შაქრის მოსავლის მოლოდინმა პროდუქტზე ფასი კლება განაპირობა, რის გამოც ივლისის თვეში FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი 0.9-ით შემცირდა. ფასის შემცირების კიდევ ერთ მიზეზი, ბრაზილიური რეალის დოლართან გამყარებაა, რაც დადებითად აისახა ექსპორტზე.

თქვენი რეკლამა