ანაკლიის პორტის პროექტი აშშ–ში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა

220 Views

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა მე-9 ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალს  აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

ვიცე-პრემიერი ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილესთან, ბრიუს ენდრიუსთან ერთად სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ინფრასტრუქტურის ლიდერთა ერთ-ერთ პანელზე და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის წახალისებისა და ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც დიდი პოტენციალის მქონე რეგიონულ სატრანსპორტო–ლოგისტიკურ ცენტრზე, სადაც სხვადასხვა სავაჭრო მიმართულებები იკვეთება. ამ მიმართულებით დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დაასახელა.

«დიდი სიხარული მოგვიტანა ანაკლიის პროექტის გამარჯვებამ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს ურთიერთკავშირი აზიას, ჩინეთსა და ევროპას შორის. ამით გაჩნდება ის მნიშვნელოვანი კარი, რომელიც უნდა მოემსახუროს ტვირთნაკადს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ აშშ–ს კომერციის დეპარტამენტი ანაკლიის პორტის განხორციელებას მხარს უჭერს.

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ფინანსურ ინსტრუმენტებში გადაიზრდება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიზიდავს დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტისთვის“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილსა და ბრიუს ენდრიუსს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებულ 4–პუნქტიან სამთავრობო რეფორმის გეგმაზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუს ენდრიუსი აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 2016 წლის ნოემბერში გაიმართება.

«მოხარული ვარ, რომ აქ ვხედავ ჩემს მეგობარ ვიცე-პრემიერს. დიდი პატივია ჩემთვის მისი ვაშინგტონში ხილვა. როდესაც მე ვსტუმრობდი თბილისს 2015 წლის ოქტომბერში, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვმა.

როდესაც ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს შევხვდი, რომელიც დღეს ჩვენთან იმყოფება, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რომლითაც საქართველოს მთავრობა ცდილობს გამოიყენოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რათა ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას.

რეგიონის ქვეყნები კარგად აცნობიერებენ, რომ თუ შეიქმნება ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მატარებელი ბლოკი, თითოეული ქვეყანა შეძლებს მეტი სარგებელი მოუტანოს საკუთარ მოსახლეობას. მაგრამ ამისთვის მათ აუცილებლად უნდა შექმნან ერთიანი ინფრასტრუქტურა, რათა შეძლონ დააკავშირონ ბაზრები და შესაძლებელი გახდეს საქონლისა და მომსახურების რეგიონის ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილება.

დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკული კომპანიები ამ რეგიონში შეიტანენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სერვისს, სათანადო გამოცდილებასა და ცოდნას“ — განაცხადა ამერიკის კომერციის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1179 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
3225 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ  და წითელ კუნელს. კუნელი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. იგი მაღალი ბუჩქია, იშვიათად ბუჩქნარი, უბეში მოთავსებული ეკლებით. ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB