ამერიკელი სომელიეებისა და იმპორტიორების ვიზიტი საქართველოში

140 Views

ამერიკელი სომელიეებისა და იმპორტიორების ჯგუფი საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ 18 კომპანიას მოინახულებენ და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს, გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართულ სამზარეულოს.

ღვინის პროფესიონალების შვიდკაციან ჯგუფს (Lisa Granik, Aimee Suzanne Lasseigne New, Andrea Edith Morris, David Vincent Foss, Edward Anthony Morello, LiLy Echo Peachin, Jefrrey W Harding) ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია ,,TastingWorks”-ის მმართველი, ცნობილი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ხელმძღვანელობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში ამერიკელ პროფესიონალებს შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „ალაფიანი“, „ბატონო“, „გიუაანი“, „ორგო/თელედა“, ,,მოსმიერი“, „საწნახელი“, „შალაური“, „მარანული“, „ფაფრის ველი“, „ჩვენი ღვინო“, „მეღვინეობა ,ნიკა“, „კახა ბერიშვილის ღვინო“, „მეღვინეობა დანიელი“, „ნაოტრები“, „იაგოს ღვინო“, „შატო მუხრანი“, „ლაგვინარი“ და „გოცას ღვინოები“.

ლიზა გრანიკის ორგანიზებით, ბოლო წლებში საქართველოში ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი გაიმართა, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში კი ჩატარდა ქართული ღვინის ათეულობით დეგუსტაცია და პრეზენტაცია. როგორც ლიზა გრანიკი აღნიშნავს, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება.

მისივე თქმით, მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.

ქართული ღვინის კომპანიების საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობით, ასევე საქართველოში ღვინის პროფესიონალების მოწვევით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე, რაც უკვე აისახა ექსპორტის მონაცემებზე – მიმდინარე წლის 7 თვეში აშშ-ში ექსპორტირებულია 236 ათასი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 89%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

19Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB