ახალი ზელანდია ცხვრის რძის წარმოებას განავითარებს

131 Views

ახალი ზელანდიის მთავრობამ (დარგობრივმა სამინისტრომ) და კომპანიამ Spring Sheep Milk Co ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ახალი პროგრამის Sheep – Horizon Three PGP  დაწყების შესახებ.

პროგრამის Sheep – Horizon Three PGP  ძირითადი მიზანი – ეკოლოგიური, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი დარგის განვითარებაა, რომელიც ცხვრის რძის პროდუქტებზე სულ უფრო მზარდ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

პროგრამის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ 2030 წლისთვის, ცხვრის რძის პროდუქტების რეალიზაციისგან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი, 700 მილიონ ახალზელანდიურ დოლარს (484 მლნ. აშშ დოლარი) შეადგენს.

ახალ ზელანდიაში იდეალური შესაძლებლობებია ცხვრის რძის პროდუქტების წარმოებისთვის, აღნიშნა კომპანია Spring Sheep Milk Co-ს გენერალურმა დირექტორმა სკოტი ჩეპმენმა.

პროგრამის საინვესტიციო პერიოდი გათვლილია 6 წელზე, ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება – 8.7 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო კომპანია Spring Sheep Milk Co -13.0 მლნ. აშშ დოლარს გაიღებს.

პროგრამის ფარგლებში 55 თანამედროვე ფერმა შეიქმნება.

50Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB