ახალი სახელმძღვანელო ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისთვის

144 Views Comment Off

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის — „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) მხარდაჭერით მომზადდა და გამოიცა ახალი სახელმძღვანელო „ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ძირითადი მავნებელ-დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.

აღნიშნული წიგნი წარმოადგენს მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების საძიებო გზამკვლევს, რომელშიც მოცემულია დაავადებების ქიმიური წამლობებისთვის საჭირო სრული ინფორმაცია.

დღეს, USAID/SEAS-ის ორგანიზებით საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია“ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა მადლობა გადაუხადა USAID-ის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელო სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს ფერმერთა კონსულტირებას მნიშვნელოვნად გაუადვილებს.

,,საქართველოში, სოფლის მეურნეობის ექსტენციის განვითარება მესამე წელია დაიწყო. სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით შექმნა რეგიონალური და რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, სადაც ფერმერებს კვალიფიციური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. ახალი სახელმძღვანელო სწორედ ამ სამსახურების თანამშრომლებს გადაეცემათ, რათა კიდევ უფრო გაიღრმაონ ცოდნა და ფერმერებს ეფექტიანი კონსულტაცია გაუწიონ საქართველოში არსებულ მცენარეთა მავნებელ–დაავადებების შესახებ, ასევე მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების, იდენტიფიცირებისა და მცენარეთა სწორად მოვლა–პატრონობის მიმართულებით“, -აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული და რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნის მოკლე გააცნო და დეტალურად ისაუბრა ექსტენციის სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაციის ფარგლებში, USAID-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ბენჟამინ მიულერმა მოწვეულ სტუმრებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ,,აღნიშნული სახელმძღვანელო „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) პროექტის ფარგლებში, აშშ-ის უნივერსიტეტებისა და USAID-ის მხარდაჭერით მომზადდა.

SEAS-ს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების განვითარება-გაძლიერება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს. USAID-ის ხელშეწყობით, საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებისთვის აშშ-ში სასწავლო კურსებიც მოეწყო“, — აღნიშნა ბენჟამინ მიულერმა. მან დადებითად შეაფასა პროექტის საქმიანობა და აღნიშნა, რომ მის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა.

წიგნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ახალი წიგნი ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB