აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტის საკითხებზე სემინარი ჩატარდა

107 Views Comment Off

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა, მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ სწავლებაში, რომელიც „ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის სავაჭრო წესებსა და ბაზრებზე წვდომის“ საკითხებს ეხებოდა. სწავლება ჩაატარეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა.

ტრენინგ-სემინარი მიზნად ისახავდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული სოფლის მეურნეობის შესახებ, სავაჭრო წესების გაგებას და განხორციელებას; ასევე, ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმებისა და ამ სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებზე — ფართო სპექტრის დისკუსიის წარმართვას, რაც სამომავლოდ, მიმართულია საქართველოს  სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის განვითარებისაკენ.

სემინარი, ასევე მოიცავდა საბაზრო წვდომის პრობლემების სხვადასხვა ასპექტებსა და ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტისთვის ბაზრის ხელმისაწვდომობას.

სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება დაეთმო ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილს, რომელიც ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტისათვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას ევროკავშირის ქვეყნებთან და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას, შესაბამისად, ქართული სასურსათო პროდუქტების ექსპორტისთვის სოფლის მეუნროების სამინისტროში შემავალი სტრუქტურები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან. მსგავსი სახის სწავლებები კი ხელს უწყობს პროცესის სწორად წარმართვას.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარული ორგანოების წარმომადგენლებმა; ასევე, ამავე  სექტორის ინსტიტუტებმა, რომლებიც ახორციელებენ ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამებს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
522 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1376 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB