აღწერის მიხედვით საქართველოში 642.2 ათასი მეურნეობაა

136 Views

აღწერის შესახებ

საქართველოს 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა საქსტატმა ჩაატარა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ რეკომენდებული 2006-2015 წლების მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შესაბამისად.

აღწერა დაეფუძნა FAO-ს მეთოდოლოგიას. აღწერის ყველა ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები FAO-სა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტატისტიკის ექსპერტები.

პირველ ეტაპზე, 2014 წლის ნოემბერში, ჩატარდა შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აღწერა მოსახლეობის აღწერასთან ერთად. 2015 წლის გაზაფხულზე დამატებით ჩატარდა იურიდიული პირების სასოფლო-სამეურნეო აღწერა.

მეურნეობების რაოდენობა

აღწერის შედეგად, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში დაფიქსირდა 642.2 ათასი მეურნეობა, მათ შორის 640.0 ათასი – შინამეურნეობა და 2.2 ათასი – იურიდიული პირი. მეურნეების 30.9%-ს ქალი მეურნეები შეადგენენ.

რეგიონების მიხედვით, მეურნეობების ყველაზე მეტი რაოდენობა იმერეთში (19.6%), კახეთსა (15.1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (13.3%) დაფიქსირდა.

მეურნეობების მთლიანი რაოდენობიდან 574.1 ათასს სარგებლობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო დანარჩენ 68.1 ათასს – არ აქვს.

მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურა

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მეურნეობების სარგებლობაში არის 842.3 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწა. მათ შორის 87.2% (734.8 ათასი ჰა) საკუთრებაშია, ხოლო 12.8% (107.5 ათასი ჰა) – დროებით სარგებლობაში.

სასოფლო-სამეურნეო მიწა და მისი გამოყენება

მეურნეობების სარგებლობაში 787.7 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მათ შორის 86.5% (681.1 ათასი ჰა) შინამეურნეობების, ხოლო 13.5% (106.6 ათასი ჰა) იურიდიული პირების სარგებლობაშია.

მეურნეობების უდიდესი ნაწილი მცირემიწიანია. კერძოდ, მეურნეობების სამ მეოთხედზე მეტს (77.1%) სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა და მათზე სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების 21.5% მოდის.

მეურნეობების სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 40 % – კახეთში, 15.5% – ქვემო ქართლში, 9.7% –  სამცხე-ჯავახეთში, 8.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთი, 8.3% – იმერეთი, 18% – დანარჩენ რეგიონებშია.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB