აბრეშუმის გზა ამოქმედდა — პირველი სატრანზიტო მატარებელი ჩინეთიდან

56 Views Comment Off

13 დეკემბერს საქართველოში, პირველი ტრანზიტული მატარებელი შემოვიდა ჩინეთიდან, ტვირთი კორეიდან წამოვიდა, გაიარა მთლიანად ჩინეთი, შემდეგ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, გაივლის საქართველოს და ჩავა თურქეთში.

აღსანიშნავია, რომ ტვირთის მფლობელები მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი კომპანიები არიან, ისეთები, როგორიცაა „ვესტელი“ და „სამსუნგი“, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის ეკონომიკურ მნიშვნელობას.

ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი, 29 ნოემბერს ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოვიდა და სტამბოლში 14-15 დღეში ჩავა. საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებისგანცხადებით, ეს არის შესანიშნავი შედეგი, რადგან იგივე დანიშნულების მისაღწევად, ტვირთს საზღვაო გზით 40-45 დღე ესაჭიროება.

ხაზგასასმელია, ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონისთვის.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB