აბაშაში 730 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა

208 Views

სახელმწიფო პროგრამის — „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საკონდიტრო საწარმო «ვესტ ჯორჯიან ბეიკერი“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

აბაშაში მდებარე საწარმო 2015 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 44 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

ინვესტიციის ჯამური მოცულობა 730 000 ლარია.

გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა საწარმოს დირექტორმა ვახტანგ პატარაიამ გაუწია. მისი განმარტებით, კომპანია სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს.

საწარმოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა აბაშელებს მხარდაჭერა აღუთქვა ყველა საინტერესო ბიზნესპროექტის განხორციელებაში.

მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასთან და სამუშაო ადგილების შექმნასთან.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3606 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB