აბაშასა და სენაკში მრპ ჯიშების გაუმჯობესებისთვის საპილოტე ფერმები გაიხსნება

618 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება» ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილეები — გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარების პოტენციალის შეფასების მიზნით, მათ მიერ შესწავლილი რეგიონების (ახალციხე, რაჭა, აბაშა, სენაკი) შესაძლებლობების და არსებული მდგომარეობის ანგარიში წარმოადგინეს.

ფრანგმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მეცხოველეობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპილოტე ფერმები აბაშასა და სენაკში მოეწყობა.

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება» ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველების ინსტიტუტის წარმომადგენლები აპრილის თვეში მორიგი ვიზიტით ეწვევიან საქართველოს, ხოლო პროექტის დასასრულს, საფრანგეთის მეცხოველეობის ინტიტუტის წარმომადგენლები საქართველოს ბაზრის კვლევისა და ეკონომიკური ანალიზის დოკუმენტს წარმოადგენენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2165 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB