ონლაინ ტური ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის

ღვინის, ტური, ონლაინ, ბრიტანელი

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ბრიტანულმა კომპანიამ „Swril Wine Group“ ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტურები ჩაატარა.

ღვინის ონლაინ ტური, ჯამში, 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას „Swril Wine Group“ -ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა, რომელმაცტურის მონაწილეებს  საქართველო, მისი ტრადიციები, ღვინის კულტურა და ისტორიაგააცნო.

ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის -„თბილღვინო“, „თელიანი ველი“, „მეღვინეობა ხარება“, „ლაგვინარი“, „დაქიშვილის საოჯახო მარანი“ და „ორი მარანი“ პროდუქციას.

აღნიშნული კომპანიების ღვინოები, რომელიც დიდ ბრიტანეთში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაგზავნილი, „Swril Wine Group“ მიერ ტურის  მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნა.

სარა ებოტის შეფასებით, ტურის ბრიტანელ და ქართველ მონაწილეებს შორის ონლაინ-დიალოგი საინტერესო, პროდუქტიული გამოდგა და ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ქართულ ღვინო შეფასდა როგორც „უნიკალური ღვინო“.

დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, მსგავს ონლაინ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით.

ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. პანდემიის პირობებშიც ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ბრიტანეთში ექსპორტირებულია 160644 ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თქვენი რეკლამა