7 თვის მონაცემებით ღვინის ექსპორტი 42%-ით გაიზარდა

26 Views Comment Off

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23 932 067 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი — 152% (2 475 557), ბელარუსი — 122% (575 166), უკრაინა — 72% (2 595 947), რუსეთი — 50% (12 748 273), პოლონეთი — 29% (1 190 926), ესტონეთი — 57% (379 650), ყირგიზეთი — 107% (163 966), გერმანია — 21% (174 166), იაპონია — 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი — 44% (58 618), და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (12 748 273), უკრაინა (2 595 947) , ჩინეთი (2 475 557) ყაზახეთი (1 924 046 ბოთლი) და პოლონეთი (1 190 926).

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ –3 210 280 ბოთლი, „მუკუზანი“ –1 230 522 ბოთლი, „წინანდალი“ – 1 016 107 ბოთლი, „ახაშენი“ – 518 170 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 169 371 ბოთლი და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 303 645 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 32%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 9,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების — ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 92,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 7 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 70,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2584 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1353 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB