ბრაულოზი – დედა და მუშა ფუტკრის ინვაზიური დაავადება

ბრაულოზი, ფუტკარი, მეფუტკრეობა

ბრაულოზი (ტილიანობა) დედა და მუშა ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა და ენტომოზებს ეკუთვნის. გამო წვეულია უფრთო პატარა მწერით ჩვენში გავრცელებული ბრმა ბრაულათი Braula coeca.

ბრაულის ზომა 1,3 – 1,6 0,8 – 1,1 მმ . მას აქვს ჯაგრისით დაფარული მოწითალო ფერის სხეული, ბრტყელი სამკუთხა ფორმის თავი, ნათელი ულვაშები, თვალები, თავის ქვეშ მოთავსებული საჩხვლეტ – საწუწნი პირის აპარატი, 5 სახსრიანი სამი წყვილი ფეხი და ოდნავ ოვალური მუცელი.

პარაზიტების ლოკალიზაციის ადგილი დედა ან მუშა ფუტკრის მკერდის ზედა ნაწილია.

ბრაულა კვერცხდებას განაყოფიერებიდან 2 დღის შემდეგ იწყებს, ერთ დღეში დებს ერთს ან იშვიათად რამდენიმე კვერცხს, მთელ სეზონზე, თაფლიანი უჯრედების სახურავების ქვეშ, სადაც იგი მთლიანი გადაბეჭდვის წინ შედის, კი  200 – მდე. კვერცხს დებს.

კვერცხი ელიფსურია და მოთეთრო. 5 – 7 დღეში კვერცხიდან გამოდის 0,8 მმ ზომის მატლი, რომელიც იკვებება ცვილით და მასში არსებული მტვერის მარცვლებით.

ისინი გადაბეჭდილთაფლიანი უ ჯრედის სახურავის ქვეშ აკეთებენ მცირე ზომის ხვრელებს, გასასვლელებს და მოძრაობენ მხოლოდ ერთი მიმართულებით, შემდეგ ხვრელის თავისუფალ, ღია ბოლოს ამოქოლავენ ცვილით და ჭუპრდებიან, რომლის ფაზა 44 – 52 დღეს გრძელდება.

ჭუპრები თეთრი, შემდეგ მოყვითალოა, აქვთ მსხლისებური ფორმა, ზომით 1,4 – 1,6 მმ. ჭუპრიდან გამოსულ მოზრდილ ბრაულს თეთრი ფერი აქვს, 6 საათში თავი უმუქდება, ხოლო 24 საათში სხეული უმაგრდება.

ბიოლოგიური განვითარების მთლიანი ციკლი ბრაულებისათვის 63 – 74 დღეს შეადგენს. ბრაულები იკვებებიან დედა და მუშა ფუტკრის ჰემოლიმფით. უკანა ფეხებს წაავლებენ ფუტკრის თავს, წინა ფეხებით აღიზიანებენ ფუტკრის ზედა ტუჩს იქამდე, ვიდრე მის ენაზე არ გამოჩნდება საკვების წვეთი, რომელსაც გამოჩენისთანავე ბრაულები აითვიებენ.

ისინი სწრაფად გადაადგილდებიან ერთი ფუტკრიდან მეორეზე. ერთი წუთის განმა ვლობაში მათ შეუძლიათ წაართვან საკვები 7 – 8 ფუტკარს. ხშირად ბრაულები ართმევენ საკვებს იმ ფუტკრებს, რომლებიც დედას კვებავენ, ან მუშა ფუტკრებს იმ მომენტში, როცა ნექტარს ერთი – მეორეს გადასცემენ გადასამუშავებლად.

საკვების გარეშე ბრაულები 2 – 4 დღეში იღუპებიან. ისინ იზამთრობენ ბუდის ღრმა ფენაში მოქცეულ დედაზე და მის ირგვლივ მყოფ ფუტკარზე. მათი რაოდენობა ერთეულებიდან რამოდენიმე ათეულს აღწევს. გაზაფხულიდან ისინი ბარტყის მახლობლად მყოფ ძირითადში ძიძა ფუტკარზე პარაზიტობენ, ერთ დედაზე შეიძლება 10, მუშაზე კი 1 – 3 ბრაულა იჯდეს.

დაავადების წყარო დაინვაზირებული ფუტკრებია, ოჯახიდან ოჯახზე ბრაულების გადაცემა ხდება ოჯახის გასაძლიერებლად გადატანილი ფუტკრიანი და ბარტყიანი ფიჭების ჩადგმით, უცნობი ნაყრების დაჭერით და სხვა გზით.

კლინიკური ნიშნები

ფუტკარი გაღიზიანებულია, ცდილობენ პარა ზიტის მოშორებას, დედა ფუტკარი ამცირებს და შემდეგ წყვეტს კვერხისდებას, თაფლს მცირე რაოდენობით აგროვებს, ძლიერ დაავადებული ფუტკრები ხშირად ტოვებენ ბუდეს, ზამთარში გუნდი კარგად არ იკვებება, გაღიზიანების გამო ფუტკარს მეტი საკვები სჭირდება, კუჭის შიგთავსს ვეღარ იკავებს და ადგილი აქვს უნებლიე დეფეკაციას, ხშირად კვდება დედა და მუშა ფუტკრებიც.

დიაგნოზი

დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნებით, ბრაულები შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს, თაფლიანი ფიჭის გადაბეჭდილი უჯრედის სახურავის ქვეშ კარგად მოჩანან ბრაულის მატლები და კვერცხები. პროფილაქტიკა ვაროატოზთან ბრძოლამ თითქმის ყველგან მოსპო პირველ რიგში ბრაულები და იგი დღეისათვის აღარ არის რეგისტრირებული.

ბრძოლის ღონისძიებები

ბრძოლის ღონისძიებებში ბრაულოზის შემთხვევაში შედის გაზაფხულზე 10 – 14 დღეში ერთხელ სკის ძირების გაწმენდა გადაბეჭდილი თაფლის სახურავების გადახსნა დანით და გადადნობა.

სამკურნალოდ ფენოტიაზინის თერმიული ტაბლეტების გამოიყენება, თითო ცალი ოჯახზე 3 დღე ზედიზედ, 10 დღის შემდეგ მეორე კურსი მეორდება. ჩამოყრილი ბრაულები აუცილებლად უნდა  შეგროვდეს და დაიწვას.

ბრაულები საქართველოში გავრცელებული იყო, მაგრამ ვაროატოზთან ინტენსიური ბრძოლისათვის გამოყენებულმა პრეპარატებმა მოსპო ისინი და დღეისათვის თითქმის აღარ შეინიშნებიან.

წყრო: futkara.gweb.ge

თქვენი რეკლამა