40 მილიონი ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტისთვის

56 Views Comment Off

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ბანკი ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის დასაფინანსებლად 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და  სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

პროექტით გათვალისწინებულია ფართომასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურებისა და  საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდა, ინოვაციის ჰაბებისა და ინოვაციის ცენტრების ქსელის განვითარება შერჩეულ ქალაქებსა და სოფლებში, ფირმებისა და კერძო პირების ინოვაციური აქტივობების გაზრდა და მონაწილეობა ელექტრონულ (ციფრულ) ეკონომიკაში, მათი ინოვაციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ტექნიკური დახმარების მიწოდება და ტრენინგების განხორციელება.

პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) განახორციელებს.

“საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტის განხორციელებას იწყებს — ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა გულისხმობს რეგიონებში კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩართვას ციფრულ ეკონომიკაში.

ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, არსებული თანამედროვე ინოვაციური ტენდენციების ათვისებას მათი მხრიდან და მეორე მხრივ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის ინოვაციური მიდგომების შექმნას.

მინდა, მადლობა გადავუხადო რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს ფინანსური მხარდაჭერისთვის. ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ნოვატორული იდეების განხორციელებას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას,“ — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„GENIE წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ მთავრობის მხარდაჭერის ახალ ფაზას, რომლის განმავლობაშიც ადგილი ექნება ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას ინოვაციაზე და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების საშუალებით. ის განახორციელებს ინვესტიციას სხვადასხვა ღონისძიებებში ინოვაციის პოტენციალის, ადამიანური კაპიტალის და დაფინანსებასთან წვდომის ასამაღლებლად.

ეს პროექტი განახორციელებს ინვესტიციას ქვეყნის მომავალში იმ უმნიშვნელოვანესი რეფორმების და ინვესტიციების საფუძველზე, რომლებიც უკანასკნელ წლებში მთავრობის მიერ განხორციელდა ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების და კანონის უზენაესობის მიმართულებით,“ — აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

ეს პროექტი ქვეყანასთან პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და მხარს უჭერს სტრატეგიის მიზანს — სამუშაო ადგილების ზრდას, კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით.

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
946 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
71 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB