2018 წლის 5 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა

19 Views

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 27%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 75,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36% შეადგინა.

ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა როგორც ახალ, ისე ტრადიციული ბაზრებზე: იაპონია — 186% (97668), დიდი ბრიტანეთი — 109% (45210), ჩეხეთი — 87% (24408), სამხრეთ კორეა 76% (31380), გერმანია — 51% (252982), ნიდერლანდები — 45% (33399), რუსეთი — 38% (20439494), უკრაინა — 33% (3149059), პოლონეთი — 33% (1300222), ყაზახეთი — 32% (1379698), ლიეტუვა — 22% (172020), ლატვია — 22% (670260), ესტონეთი — 16% (216762), ბელარუსი — 11% (461952)  და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (20439494), უკრაინა (3149059),  ჩინეთი  (2331800), ყაზახეთი  (1379698) და პოლონეთი (1300222).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის 5 თვის მონაცემებს. ექსპორტირებული ბრენდი თანხაში შეადგენს 13,8 მლნ აშშ დოლარს (ზრდა 3%).

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 134 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 82%. სულ ექსპორტირებულია 418,3 ათასი დოლარის ღირებულების ჭაჭა (ზრდა 104%).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული» – 5,7 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი» – 1,7 მლნ, „წინანდალი» – 1,4 მლნ,  „ახაშენი» – 638 ათასი,  „ხვანჭკარა» – 282 ათასი, „ტვიში» – 140 ათასი, „ყვარელი» – 58 ათასი ბოთლი და ა.შ.

სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 123,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1257 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3473 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB