2018 წლის 4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

17 Views

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა.

ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: იაპონია — 139% (73122), ჩეხეთი — 90%(21288), დიდი ბრიტანეთი — 89% (40740), ყაზახეთი — 84% (1108938), ნიდერლანდები — 83% (29793), სამხრეთ კორეა 76% (31380), ბელარუსი — 75% (321258), გერმანია — 66% (241540), ლიტვა — 51% (172020), რუსეთი — 47% (16246021), ლატვია — 32% (526380), უკრაინა — 27% (2389280), პოლონეთი — 24% (1012774), ესტონეთი — 19% (1858926), აშშ — 4% (105568) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (16246021), უკრაინა (2389280),  ჩინეთი  (1802792), ყაზახეთი  (1108938) და პოლონეთი (1012774).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 147-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის 4 თვის მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 84 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 32%.

სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 96,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB