2018 წელს FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა

84 Views

2018 წელს FAO-ს ფასების ინდექსი შემცირდა, ერთადერთ გამონაკლის აღნიშნულ ტენდენციაში მარცვლოვან კულტურებზე მზარდი ფასები წარმოადგენდა. 

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – დეკემბრის თვეში სტაბილურობით გამოირჩეოდა და 161.7 ერთეული შეადგინა.

2018 წელს FAO-ს ფასების საშუალო ინდექსი 168.4 ერთეული იყო, რაც 22%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და 27%-ით ნაკლები 2011 წელის პიკურ პერიოდთან მიმართებით.

გასული წლის ბოლო თვეს, მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა ხორბლის და სიმინდის ფასები, რაც ძირითადად გამოწვეული იყო არამდგრადი მეტეოროლოგიური პირობებით სამხრეთ ნახევარსფეროში. ხორბლისა და სიმინდის მარცვლეული კულტურებისგან განსხვავებით, ბოლო 6 თვის მანძილზე უწყვეტად მცირდებოდა ბრინჯის ფასი.

FAO-ს წინასწარი პროგნოზის თანახმად 2019 წელს ნავარაუდევია ხორბლის და სიმინდის მოსავლის კლება, მაშინ როცა ბრინჯის მარაგის რეკორდული ზრდაა მოსალოდნელი.

დეკემბრის თვეში, უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი სასურსათო კალათის კიდევ ერთი პროდუქტის – მცენარეული ზეთის ფასი, ზრდამ 0.4% შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება სოიოს ზეთის ფასი, რაც განპირობებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული უხვი მარაგით და ევროპის ქვეყნებში პროდუქტზე დაბალი მოთხოვნით.

უმნიშვნელოდაა შეცვლილი FAO-ს ხორცის ფასების ინდექსიც, რომლის ცვლილება ღორის ხორცის 0.8%-იანმა ზრდამ გამოიწვია – აღნიშნული მიზეზს დეკემბრის თვეში  პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა. 2018 წლის მანძილზე კი ხორცის ინდექსი საშუალოდ 2.2%-ით შემცირდა.

დეკემბრის თვის ჩათვლით, უწყვეტად 7 თვის მანძილზე მცირდებოდა FAO-ს რძის ფასის ინდექსი, რომელიც ნოემბრის თვესთან შედარებით 3.3%-ითაა დაკლებული. კლება განპირობებული იყო, კარაქზე, ყველსა და რძის ფხვნილზე გლობალური ფასების ვარდნით. რაც შეეხება წინა წელთან შედარებას – 2018-ში რძისა და რძის პროდუქტებზე ფასი 4.6%-ითაა დაკლებული.

დეკემბრის თვეში 1.9%-ით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასის ინდექსიც, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო ინდოეთში გაზრდილი შაქრის წარმოებით, ნაწილობრივ კი ნედლ ნავთობზე საერთაშორისო ფასის ვარდნით, რამაც განაპირობა შაქრის ლერწამზე მოთხოვნის კლება (შაქრის ლერწამი, ნავთობში ეთანოლის გამოსაყოფად გამოიყენება).

42Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB