2017 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 5,5% შეადგინა

31 Views Comment Off

2017 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,7 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 5,5 პროცენტი შეადგინა.

იანვრის თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (6,7 პროცენტი);
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (2,7 პროცენტი);
  • ხილი და ყურძენი (2,5 პროცენტი);
  • ზეთი და ცხიმი (1,8 პროცენტი);
  • ყავა, ჩაი და კაკაო (1,7 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0,7 პროცენტი).

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,48 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0,8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0,6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,4 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0,9 პროცენტი).

2016 წლის თებერვალთან შედარებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,4 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26,3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,3 პროცენტი);

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელები: ამ ჯგუფზე მოცემულ პერიოდში ფასების 5,5 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც 1,66 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე (14,2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6,4 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6,3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,2 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (35,1 პროცენტი).

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2584 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1353 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB