ბაღის და ბოსტნის მოვლაში ამაზონი დაგეხმარებათ

კომპანია ამაზონმა (amazon) ელექტრონული კომერციის და ღრუბლოვანი გამოთვლების (Cloud computing) ერთ-ერთმა ლიდერმა, მცირე ხნის წინ ახალი პატენტი აიღო, რომელიც მებაღეების (მცირე, მოყვარული) დასახმარებლად არის მიმართული.

ახალი მომსახურება (Garden Service) მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ატვირთოს საკუთარი ბოსტნეულის (ბაღჩეულის და ა.შ) ფოტოები, ამ ფოტოების საფუძველზე სისტემა, გასცემს სასარგებლო რჩევებს, კულტურის უკეთესად მოვლა-მოყვანის შესახებ.

ამასთან ერთად, ამაზონის ახალი მომსახურებას, შეუძლია კერძების მომზადების რეცეპტების მიწოდება, მცენარეთა მოვლის გარკვეული ინსტრუმენტების რეკომენდირება და დასრგავად სხვა კულტურების შეთავაზებაც.

ბაღის მომსახურება (Garden Service), როგორც კომპანია თავის ახალ სერვისს უწოდებს, ხელოვნური ინტელექტის რთულ ალგორითმებს და ფოტოს ამოცნობის მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს იყენებს.

ახალი სისტემის კიდევ ერთი, არანაკლებ სასარგებლო თვისება, ატვირთული ფოტოების საფუძველზე იმ სირთულეების გამოვლენაა, რომელიც ხელს უშლის კულტურის ეფექტურ ზრდა-განვითარებას.

გარდა ამისა სისტემას აქვს შესაძლებლობაა, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით გასცეს რეკომენდაციები, ამ ადგილისთვის შესაბამისი კულტურების შესახებ.

კომპანიის ინფორმაციით, ვირტუალურ ბაღში წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ადგილზე მოვლა-მოყვანისთვის საუკეთესო მცენარეები, უფრო მეტიც, მომხმარებელს საშუალება ექნება წინასწარ იხილოს თუ როგორი იქნება მისი ბაღი, მომავალში წელიწადის სხვადასხვა დროს.

თქვენი რეკლამა