13-14 აგვისტოს აჭარა თაფლის ფესტივალს მასპინძლობს

38 Views

13-14 აგვისტოს აჭარაში, უკვე მეორედ, თაფლის ფესტივალი გაიმართება, სადაც თაფლსა და თაფლის პროდუქციას, ადგილობრივი და სხვა რეგიონების  მეფუტკრეები წარადგენენ.

შარშანდელთან შედარებით, წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია და ორი დღე გაგრძელდება.

13 აგვისტოს, ფესტივალი ოფიციალურად ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიხსნება.

ფესტივალის პირველ დღე 12:00 – 23:00 საათი.

14 აგვისტოს, მეორე დღეს 12:00 საათიდან -18:00 საათამდე ვიზიტორები გონიოს ციხეს ეწვევიან.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 24 მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან.

ვიზიტორებს შეეძლებათ სხვადასხვა თაფლის სახეობის დაგემოვნება და ადგილზე შეძენა.

ფესტივალი მოიცავს გასართობ ღონისძიებებს, ცოცხალ მუსიკას, კონკურსებს, მასტერკლასებს, სადაც ვიზიტორებს თავად შეეძლებათ მონაწილეობის მიღება ასაკის მიუხედავად.

თაფლის ფესტივალის ორგანიზების მიზნით აჭარის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და აჭარის მეფუტკრე ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB