თუთის სანერგის მოწყობა და ნერგის წარმოება

თუთა, სანერგე, ნერგები

საქართველოში თუთის ხე უხსოვარი დროიდან ხარობს. ჩვენი ბუნებრივ-კლიმატური პირობები სავსებით აკმაყოფილებს თუთის მოთხოვნილებას.

თუთა ფოთოლმცვენი მცენარეა, კარგად იტანს გადაჭრას და ხასიათდება ტოტების წარმოქმნის სწრაფი უნარით.  თუთის ნერგების აღზრდა და გამრავლება უნდა მოხდეს სანერგეში.

საძირის მისაღებად შერჩეული უნდა იქნეს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამხრეთ საქართველოს რეგიონებში არსებული უხვმსხმოიარე თუთის მცენარეებიდან დამზადებული თესლი, ხოლო მყნობისათვის გამოყენებული უნდა იქნას მაღალპროდუქტიული და დაავადების მიმართ პრაქტიკულად გამძლე ჯიშების კალმები (ოშიმა, იჩინოსე, როსო, აისი, ეგრისი და ფაზისი).

წარმოდგენილ ნაშრომში მოცემულია თუთის სანერგის მოწყობისა და ნერგების აღზრდის თანამედროვე მიდგომები. მოცემული მასალები დაფუძნებულია მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში განხორციელებულ კვლევითი მუშაობის შედეგებზე.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

თუთა, ნერგები, სანერგე

თქვენი რეკლამა