1 თებერვლიდან ღვინის სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

88 Views

მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება.

ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

ზემოთ აღნიშნულ სიახლესთან ერთად, ასევე განხილული იყო „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესში“ ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანი პროდუციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა.

„ელექტრონული სისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები, მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში  მოსვლა. მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მივიდეს სააგენტოში.

რაც შეეხება სერტიფიცირების წესში დაგეგმილ ცვლილებებს, კომპანიები ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რომ მოხდეს ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფა. მთავრობა და კერძო სექტორი თანხმდება, რომ დაბალხარისხიანი ან უხარისხო ღვინო საქართველოში არ უნდა იწარმოებოდეს“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს უკვე ჩაუტარდა ტრენინგი ახალ, ელექტრონულ სერტიფიცირების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საჭიროეების შეთხვევაში, სააგენტო მზად არის მსურველებს ჩაუტაროს დამატებითი კონსულტაციები.

მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო „ვაზისა და ღვინის შესახებ  კანონში“ შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. აქამდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს ეხებოდა. გიორგი სამანიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB