1 ლიტრი რძის ფასმა ლატვიაში 1 ევროს გადააჭარბა

რძე

ლატვიის მაცხოვრებელები, რძეზე და რძის პროდქუტებზე ფასების ზრდის გამო, უკმაყოფილებას გამოხატავენ. მართლაც რძის ღირებულება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.

რძე პირველადი მოთხოვნილების პროდუქტად ითვლება. ბოლო დროს 1 ლიტრი რძის ფასმა რიგ შემთხვევებში 1 ევროს გადააჭარბა, დაახლოებით ამდენივე ღირს 1 ლიტრი ბენზინი ლატვიის ავტოგასამრთ სადგურებში.

რძის გადამამუშავებელი კომპანიები, პირველ რიგში რძის შესასყიდ ფასზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც 2016 წლის ივლისიდან 70%-ით გაიზარდა.

„არის გარკვეული ნიშნები იმისა, რომ რძეზე როგორც ნედლეულზე ფასები ოდნავ შემცირდება, თუმცა ამგვარი სტუაცია ბაზარზე ყოველთვისაა, მას შეიძლება ფასების მცირე ცვალებადობა ვუწოდოთ. უახლეს პერიოდში ფასების სერიოზულ ვარდნაზე ან გაზრდაზე, ლაპარაკი არ შეგვიძლია“-აღნიშნავს იანის შოლსკი, ლატვიის რძის გადამაუშავებელთა კავშირის ხელმძღვანელი.

სავაჭრო ქსელების წარმამოდგენლები, რძეზე და რძის პროდქუტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას ადასტურებენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ მოთხოვნა მაინც არის.

თქვენი რეკლამა