საშემოდგომო ხორბლის თესვისთვის ნიადაგის დამუშავება

309 Views Comment Off

საქართველოში, ხორბლის კულტურა ძირითადად წარმოდგენილია მის აღმოსავლეთ ნაწილში. ითესება შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, ასევე ადრე გაზაფხულზე.

ნიადაგის დამუშავება

თესვამდე ნიადაგი უნდა დამუშავდეს არანაკლებ 15-20 დღით ადრე. საშემოდგომო ხორბლისათვის ნასიმიდნარი უმჯობესია ჯერ მძიმედისკოებიანი იარაღით დამუშავდეს და შემდეგ 22-25 სმ-ზე მოხდეს წინმხვნელიანი გუთნით ჩახვნა. ასევე ტარდება სასილოსე ნასიმინდარის დამუშავება.

ხნულის დასარევლიანების შემთხვევაში საჭიროა კულტივაცია-დაფარცხვის ჩატარება. სარეველებისაგან და ფესურიანი სარეველებისგან სუფთა ან უმნიშვნელო რაოდენობის შემცველი მინდორი უნდა დამუშავდეს 14-16 სმ. სიღრმეზე საოში გუთნით, ზედმიბმული ფარცხით.

ანალოგიურად უნდა დამუშავდეს ნამზესუმზირალი მინდვრები გარე კახეთში, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონების უკანა მხარეში. ნამზესუმზირალი და ნასიმინდარი მინდვრები თესვის წინ უნდა დამუშავდეს მხოლოდ დისკოებიანი ფარცხით, ზედმიბმული ზიგზაგით. რეკომენდებულია ხორბლის ზედიზედ ორ წელიწადს თესვა.

საშემოდგომოდ დათესილი ხორბლის აღების შემდეგ ნაწვერალი ნახევრად ანეულის წესით უნდა დამუშავდეს. ნაწვერალი იხვნება წინასწარი აჩეჩვის გარეშე, თავთავიანი კულტურის აღებისთანავე, 22-25 სმ სიღრმეზე. სარეველების გამოჩენისთანავე ტარდება დაფარცხვითი კულტივაცია.

ასეთივე წესით უნდა დამუშავდეს სამარცვლე პარკოსანი კულტურები _ ლიბიო, სოიო და მწვანე საკვებად ან თივად ნათესი ერთწლოვანი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურებით დაკავებული მინდორი.

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე მრავალწლოვანი ბალახების კორდის მოხსნა რეკომედებულია 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ სიღრმეზე.

ურწყავ ადგილებში კორდი უნდა მოიხნას ბალახნარის პირველი გამოჩენისთანავე. კორდის თესვისწინა დამუშავება, ნასიმინდარის მსგავსად, უნდა ჩატარდეს მხოლოდ მძიმე დისკოებიანი ფარცხით. საგაზაფხულო ხორბლის დასათესად მზრალი უნდა დაიფარცხოს ხნულის გარდიგარდმო.

ქარისმიერი ეროზიის ზონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღის უკანა მხარე, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მცხეთის, საგარეჯოს რაიონები) სარწყავ მიწებზე მრავალწლიანი ბალახების კორდი უნდა დამუშავდეს ბელტის გადაუბრუნებლად ბრტყელმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ სიღრმეზე, ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნებით, აგვისტოს მესამე დეკადიდან სექტემბრის მეორე დეკადამდე.

6-8 დღის შემდეგ დამუშავება ტარდება ბრტყელმჭრელი ღრმად გამაფხვიერებელით 25-27 სმ სიღრმეზე. თესვის წინ ნიადაგი მუშავდება ფარცხით.

ურწყავ მიწებზე კორდი პირველი გათიბვისთანავე უნდა დამუშავდეს ბრტყელმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ სიღრმეზე, 6-8 დღის შემდეგ გაფხვიერება ხდება 25-27 სმ სიღრმეზე ღრმადმჭრელი ღრმადგამაფხვიერებლით. თესვის წინ ტარდება ფარცხვა.

ნასიმინდარ და ნამზესუმზირალ მინდორში ჯერ უნდა ჩატარდეს სიმინდისა და მზესუმზირის ღეროების დაქუცმაცება დისკოებიანი ფარცხით, ხოლო შემდეგ დამუშავდეს ბრტყელი მჭრელი ღრმადგამაფხვიერებლებით 22-25 სმ სიღრმეზე. თესვის წინ ტარდება ფარცხვა.

თავთავიანების ნაწვერალი უნდა დამუშავდეს ბრტყელმჭრელი ღრმად გამაფხვიერებელით 22-25 სმ სიღრმეზე, ხოლო თესვამდე _ ბრტყელმჭრელი კუტლივატორით 8-10 სმ-ზე. თესვის წინ ტარდება ფარცხვა.

წყლისმიერი ეროზიის ზონებში ხვნა, ხნულის დამუშავება, თესვა და ნათესის მოვლის სამუშაოები ტარდება ფერდობის გარდიგარდმო მიმართულებით.

30-40 დახრილობის ფერდობებზე ნიადაგის დაცვისათვის რეკომენდებულია განივი კონტურული დამუშავება. 50 დახრილობის ფერდობზე უფრო ეეფქტურია ღრმად ხვნასთან ერთად ბაზოების გაკეთება გუთნის ბოლო ტანზე დაყენებული დაგრძელებული თათით, რომელიც ხნულის ზედაპირზე ყოველ 150 სმ-ის შემდეგ წარმოქმნის შემაღლებულ ბაზოს.

წინამორბედი კულტურები

ხორბლის დასათესად ნიადაგის მომზადებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა წინამორბედ კულტურას.

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე ხორბლის შემოდგომით დასათესად სასურველი წინამორბედებია: მოკლე ვეგეტაციის სამარცველე სიმინდი, სასილოსე სიმინდი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები, მრავალწლიანი ბალახების კორდი, სანაწვერალო კულტურები, სამარცვლე პარკოსანი კულტურები _ სოიო, ლობიო, მუხუდო.

ურწყავ პირობებში სასურველი წინამორბედებია: სამარცვლე პარკოსანი კულტურები, სასილოსე სიმინდი, სიმინდი მწვანე საკვებად, ფართე მწკრივად (70X210 სმ) ნათესი სამარცვლე სიმინდი, ერთწლოვანი პარკოსნებისა და მარცვლოვნების (შვრიანარევი ბარდა ან ცერცველა) ნარევი მწვანე საკვებად, მრავალწლიანი პარკოსნების კორდი.

ასევე დასაშვებია ხორბლის ერთი და იმავე ჯიშის ორ წელიწადს ზედიზედ დათესვა. რეკომენდებულია შავი ანეული და მოთესილი ანეული.

ავტორები: სსმ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი — ოთარ ლიპარტელიანი;
სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორები — გულნარი ჩხუტიაშვილი, ნატო კაკაბაძე, ფილარეტ ბეგოიძე, ზეინაბ სარალიძე.

ხორბლის თესვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, თქვენს მიერ შეძენელი ჯიშის მახასიათებლები და მოვლა-მოყვანის თავისებურებები/აგროკავკასია/.

იხილეთ აგრეთვე: საშემოდგომო ხორბალი — თესვა, მოვლა, მოყვანა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3203 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB