საკვები ელემენტების სასუქის ფიზიკურ წონაში გადაყვანა

საკვები, ელემენტები

სასოფლო სამეურნეო კულტურათა განოყიერების და სასუქების შეტანის დოზების წესი განისაზღვრება მოქმედ ნივთიერებაში.

მოქმედი ნივთიერება სასუქის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილია, რომელიც შეითვისება მცენარის მიერ და ზემოქმედებას ახდენს მავნე ორგანიზმზე ან მცენარის ზრდა-განვითარებაზე.

მაგ. მდინარის შლამში საშუალოდ შედის: 0,09-2,16% აზოტი; 0,15-0,52% ფოსფორი; 0,13-0,94% კალიუმი; 6,5% კალციუმი. რაც უფრო მაღალია სასუქის შემადგელობაში ამ ელემენტების პროცენტული მაჩვენებლი, მით უფრო ნაკლები რაოდენობის შეტანაა საჭირო.

გამომდინარე იქიდან თუ ფერმერი რომელი სასუქის შეტანას აპირებს, ხდება ფიზიკურად შესატანი სასუქის წონის განსაზღვრა.

ამისთვის 100 უნდა გაიყოს სასუქში მოქმედი ნივთიერების პროცენტულ რაოდენობაზე, შედეგად მიიღება კოეფიციენტი, რომელზეც მრავლდება შესატანი სასუქის მოქმედი ნივთიერების დოზა.

ფორმულა ესე გამოიყურება

X = 100 : A x b სადაც:
X – ფიზიკურად შესატანი სასუქის წონაა;
A – სასუქში მოქმედი ნივთიერების პროცენტულ რაოდენობა;
B – სასუქის მოქმედი ნივთიერების დოზა.

პირობითად თუ ფერმერმა ნაკვეთში, კულტურიდან გამომდინარე, ერთ ჰექტარზე უნდა შეიტანის 50 კგ აზოტი (N) და სასუქად იყენებს ნაკელს (ნაკელი შეიცავს: N-0,5%), მაშინ 100 : 0,5 (ვყოფთ ნაკელში შემავალ აზოტის პროცენტზე), მივიღებთ 200-ს ეს არის კოეფიციენტი, რომელსაც შესაბამისად ვამრავლებთ 50-ზე (ერთ ჰექტარზე შესატანი აზოტის რაოდენობა) და ვიღებთ 10 000კგ-10 ტონას.

ე.ი თუ ფერმერს ერთ ჰექტარზე შესატან აქვს 50 კგ.აზოტი და სასუქად იყენებს ნაკელს, ნორმა გამოდის 10 ტონა.

10 ტონა ნაკელი ექვივალენტურია მოქმედ ნივთიერებაში გადაყვანით 50კგ აზოტის, 25კგ ფოსფორის და 60კგ კალიუმის.

კიდევ ერთი მაგალითი,

თუ საშემოდგომო ხორბალში ფოსფორის შესატანი დოზა არის 120კგ/ჰა და ფერმერი შეიძენს სასუქს, რომლის შეფუთვაზეც P-ს (ფოსფორი) შემცველობა აწერია 25 %, კოეფიციენტის განსასაზღვრავად 100 : 25 =4,0. მიღებული კოეფიციენტი გამრავლდება შესატან დოზაზე (120კგ). 120 × 4=480კგ.

ე.ი. საშემოდგომო ხორბალისთვის, ამ კონკრეტული სასუქის შესატანი ფიზიკური რაოდენობა 480კგ/ჰა-ზე.

ამ ფორმულით შეგიძლიათ საკვები ელემენტების, ნებისმიერი სასუქის ფიზიკურ წონაში გადაყვანა.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეკლამა