რამდენიმე მცენარისთვის (ხილი, ბოსტნეული) მისაღები pH

ნიადაგი, აქტიური, არე, რეაქცია, ხეხილი

ფერმერეული მეურნეობის ეფექტურობას, უხვ მოსავალს და შესაბამისად კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებას მრავალი გარემოება განსაზღვრავს. ერთ-ერთი მათგანი ნიადაგის არეს აქტიური რეაქციის (pH) შესახებ ინფორმაციის ფლობაა.

ნიადაგის არეს აქტიური რეაქცია pH იზომება 1-დან 14-მდე და წარმოადგენს მჟავიანობისა და ტუტიანობის ინდიკატორს.

ამ მხრივ ნიადაგის დახარისხება შემდეგნაირია: ძლიერ მჟავე (pH = 3-4); მჟავე (pH = 4-5); სუსტად მჟავე (pH = 5-6); ნეიტრალური (pH = 7); სუსტი ტუტე (pH = 7-8); ტუტე (pH = 9); ძლიერ ტუტე (pH = 9-11).

ზოგადად საქართველოს დასავლეთ ნაწილის (განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლი), სადაც ხშირია ატმოსფერული ნალექები, ნიადაგები ხასიათდება მჟავე რეაქციით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგები – ტუტე რეაქციით.

ნიადაგი, აქტიური, არე, რეაქცია

ქვევით გთავაზობთ რამდენიმე მცენარისთვის მისაღებ ნიადაგის არეს აქტიური რეაქციის მაჩვენებელს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ინფორმაცია გარკვეულწილად კორექტირებადია ჯიშებიდან გამომდინარე, ამიტომ გირჩევთ ნერგის შეძენისას, სხვა მონაცემებთან ერთად ამ მაჩვენებელზეც მიიღოთ ინფორმაცია.

რამდენიმე მცენარისთვის მისაღები ph

  • მსხალი pH = 6,5-7,5;
  • ვაშლი pH = 5,5-6,5;
  • ალუბალი pH = 6,5-7,5;
  • ქლიავი pH = 6,5-7,5;
  • ბადრიჯანი pH = 6,0-6,5;
  • პომიდორი pH = 5,5-6,5;
  • ცხარე წიწაკა pH = 5,5-7,0;
  • სუფრის ჭარხალი pH = 6,0-7,2;
  • სტაფილო pH = 5,5-6,5;
  • ხახვი pH = 6,0-6,5;
  • ნიორი pH = 6,5-7,0;
  • კიტრი pH = 6,4-7,0;
  • ბოლოკი pH = 5,8-6,5;
  • კომბოსტო pH = 6,7-7,4;
  • ბროკოლი pH = 6,5-7,5;
  • ყვავილოვანი კომბოსტო pH = 6,5-7,0;
  • მუხუდო pH = 6,5-7,0;
  • სალათი pH = 6,0-6,5;
  • ჟოლო pH = 5,5-7,0.

გისურვებთ წარმატებებს!

იხილეთ აგრეთვე: ნიადაგის pH-ის შეცვლა – უკეთესი მოსავალი

თქვენი რეკლამა