რა დავრგათ კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ

6222 Views

კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ, რა თქმა უნდა მიწის გაცდენა არ ივარგებს. შესაბამისად საჭიროა შევარჩიოთ კულტურები, რომლებიც შესაფერისია, დავრგათ და გავიხაროთ ახალი მოსავლით.

მზისგან დაცვა

კარტოფილის აღების შემდეგ, ზაფხულის პერიოდში ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა შესაძლებელი. ნიადაგი კარგად არის გაფხვიერებული, კარგი აერაცია და წყალგამტარობა აქვს.

თუმცა ახალი მწვანილის სუსტმა ღივებმა სიცხეს შესაძლოა ვერ გაუძლოს. ამიტომ ღია გრუნტში — უკვე მოძლიერებული ჩითილები სჯობს დაირგოს.

სწრაფი მოსავალი

სიდერატების დარგვა, ყოველთვის შეიძლება, თუმცა უკეთესი იქნება თუ მათ მეორე კულტურის მოსავლის (სწრაფი მოსავლის შემთხვევაში) აღების შემდეგ დავრგავთ.

მაშ ასე რამდენიმე კულტურა, რომელიც შეიძლება დავრგათ კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ:

  • სალათი;
  • ბროკოლი;
  • სტაფილო;
  • კომბოსტო;
  • ყვავილოვანი კომბოსტო;
  • ოხრარხუში;
  • კამა;
  • ყაბაყი;
  • ჭარხალი;
  • გოგრა;
  • ლობიო;
  • კიტრი;
  • ნიორი…

რა თქმა უნდა არჩეული კულტურა უნდა შეესაბამებოდეს იმ გარემო და ნიადაგურ პირობებს, რომელიც ახასიათებს თქვენს ნაკვეთს.

ბადრიჯანი, პომიდორი და წიწაკა აჯობებს არ დავრგათ კარტოფილის შემდეგ.

აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB