ფეიჰოა – ფეიჰოას თესლნერგის გამოყვანა

ფეიჰოა, ნერგი

თესლნერგები გამოყავთ ორანჟერიაში ან კვალსათბურში.

ორანჟერიაში ფეიჰოას თესლი ითესება ხის ყუთებში (70×70 15სმ), ყუთების ფსკერზე იყრება ქვიშა დრენაჟისთვის 2-3სმ. სისქით, შემდეგ კი ყუთები ივსება ნიადაგის ხელოვნური ნარევით.

სუბსტრატად იყენებენ წითელმიწა ან ალუვიური ტიპის ნიადაგს, გადამწვარ ნაკელს და მდინარის სილას 2:1:1-ზე შეფარდებით.

დასათესად გამზადებულ ყუთებში ყოველი 4-5 სმ-ის დაცილებით გაყავთ 2-3 მმ. სიღრმის კვლები. კვლებში ყოველ 1სმ-ზე ითესება თესლი. ზემოდან ეყრება 2-3მმ-სისქით გაცრილი მიწა, ფრთხილად იტკეპნება და ირწყვება შემასხურებლით.

ორანჟერიებში თესლის თესვის ვადაა 15 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე, კვალსათბურებში 15 მარტიდან 5 აპრილამდე.

თესლის კარგად აღმოცენების მისაღებად ორანჟერიაში და კვალსათბურებში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 22-250C, აღმოცენების პერიოდი გრძელდება 20-25 დღეს, აღმოცენების უნარი 50-60% შეადგენს.

აპრილის ბოლოს, როდესაც ნათესი განივითარებს 5-7 ფოთოლს ( 7-8 სმ. სიმაღლის ღეროს) იწყებენ მის გადარგვას ღია გრუნტში წინასწარ გამზადებულ კვლებზე, ან სპეციალური საკვები სუბსტრატით შევსებულ 20×15 სმ-ის ზომის პოლიეთილენის პარკებში.

საერთაშორისო სტანდარტებით სადღეისოდ მიღებულია ნერგების გამოზრდა პოლიეთილენის პარკებში, ამ მიზნით პარკებში იყრება, ალუვიური ან ფხვიერი წითელმიწა ყამრი ნიადაგისა და ტორფის ნარევი. ყოველ 1კგ. ნიადაგის ნარევს (ერთ პარკს) ემატება 1,5 გრ. სუპერფოსფატი. შევსებული პარკები მჭიდროდ ეწყობა 150 სმ-ის სიგანის კვლებზე, კარგად ირწყვება.

გადარგვის დროს ფეიჰოას ნათესარის ფესვი 1/3-ით იკვეცება და პარკში ფრთხილად ირგვება 10-12 სმ-ის სიღრმეზე.

გადარგვის შემდეგ ტარდება მორწყვა. ზრდის დაწყებამდე მიზანშეწონილია ნერგების დაჩრდილვა მზის დაწვისაგან დასაცავად.

წყარო: ფეიჰოას გამრავლება, თესლნერგის გამოყვანა, ბაღის გაშენება, მოვლა

თქვენი რეკლამა