მცენარეთა თესლის მომზადება დასათესად — თესვისწინა დამუშავება

1714 Views Comment Off

გაწმენდილ-დახარისხებული თესლი, იმის მიხედვით, თუ რომელი კულტურისაა, თესვამდე კიდევ მომზადებას მოითხოვს.

თესლის მომზადება დასათესად ნიშნავს: შეწამლვას, სტრატიფიკაციას, იაროვიზაციას, გაცხელებას და დალბობას, დრაჟირებას, სტიმულაციას და ბაქტერიზაციას.

თესლის შეწამლვა

თესლის შეწამვლას აწარმოებენ დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება თესლთან ერთად მოხვდეს ნიადაგში და შემდეგ გავრცელდეს. ეს არის უფრო პროფილაქტიკური ღონისძიება. თესლიდან შეიძლება დასენიანდეს მაგ. პამიდორი — ბაქტერიალური კიბოთი, მოზაიკით და შავი ბაქტერიალური ლაქიანობით., კიტრი — მოზაიკური ჭკნობით და ა.შ.

იაროვიზაცია

იაროვიზაცია — დაბალ ტემპერატურაზე თესლის გაღივებაა. ეს არის ერთწლოვან და ორწლოვანი მცენარეების დაჩქარებული განვითარება მათზე გარკვეულ პერიოდში დაბალი ტემპერატურის წინასწარი ზემოქმედებით.

ეს აგროტექნიკური ხერხია, რომლის მიზანი არის მცენარის გამოწრთობა. იმის მიხედვით, თუ ვიცით რა პირობებია საჭირო მცენარის სწრაფი ან ნელი განვითარებისათვის შეგვიძლია ის ვაიძულოთ დააჩქაროს ან შეანელოს განვითარება. იაროვიზაციის შედეგად ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობა იზრდება 20-60%-ით.

ამას გარდა, იაროვიზაცია იწვევს პროდუქციის შემოსვლის დაჩქარებას 10-20 დღით. მაგალითად სტაფილოს თესლის იაროვიზაციისთვის, თესლს ადრევე ასველებენ და აღივებენ. თესლის დასველებისათვის იღებენ მისი წონის 90-95% წყალს და 2 ნაწილად ყოფენ. ჯერ ერთი ნაწილით ასველებენ, 3-5 საათის შემდეგ მეორე ნაწილით.

დასველებულ თესლს ამყოფებენ +15-200 ტემპერატურაზე და ხშირად ურევენ. 4-5 დღეში თესლი გაღივდება. გაღივებული თესლი 5სმ. სისქის ფენად იყრება სუფთა ყუთებში და გააქვთ ყინვაზე 10-15 დღით.

დაახლოებით მსგავსი წესით ხდება სხვა კულტურების იაროვიზაციაც, ოღონდ ყინვაზე დატოვების ხანგრძლიობა სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა აქვს.

სტრატიფიკაცია

სტრატიფიკაცია — ეს არის ბუნებრივი ზამთრის პირობების იმიტაცია, იმისათვის, რომ თესლი ადვილად ამოვიდეს. ასევე ეს არის თესლის აღმოცენების დაჩქარების მეთოდი, რომელსაც იყენებენ თესვის წინ. ხშირად თესლს ხანგრძლივად ამყოფებენ გარკვეულ დაბალ ტემპერატურაზე 1-50C.

ზოგიერთი მცენარის თესლმა უნდა გაიაროს ემბრიონის მოსვენებითი მდგომარეობა. ამ მდგომარეობის ხანგრძლივობა განსხვავებულია სხვადასხვაა მცენარისათვის. უმეტეს შემთხვევაში საკმარისია 1-3 თვემდე. სახლის პირობებში, შესაძლებელია ოდნავ ტენიან ხელსახოცში შეხვეული თესლის მოთავსება მაცივარში.

გახურება და დალბობა

თესლის თერმული დამუშავება ორი წესით წარმოებს: სველი გახურებით და მშრალი გახურებით.

სველი გახურება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მცენარე დაავადებულია ზოგიერთი დაავადებებით (მაგ. კომბოსტო და სტაფილო ალტერნარიოზით, ჭარხალი ფომოზით და ა.შ.). სოკოები ან ბაქტერიები თესლის შიგნით აღწევენ. ასეთი დასენიანებული თესლი, შემდეგ ამ დაავადების გავრცელების კერად შეიძლება გადაიქცეს. ამ შემთხვევაში პროფილაქტიკური მიზნით და თესლის გაუსნებოვნებისათვის მიმართავენ თერმულ დეზინფექციას სველი გახურებით.

კომბოსტოს, კიტრის, საზამთროს და ნესვის თესლს 20 წუთით ჩაუშვებენ 500-მდე გაცხელებულ წყალში. ამ ტემპერატურას ინარჩუნებენ გაცხელების მთელი დროის განმავლობაში, რისთვისაც თანდათან უმატებენ ცხელ წყალს.

მშრალი გახურება გამოიყენება, როცა ბოსტნეულის თესლი ხშირად ნორმალურ აღმონაცენს არ იძლევა, მათი ფორმირების პერიოდში არახელსაყრელი ამინდის გამო. ამას იმით ხსნიან, რომ ამ შემთხვევაში თესლი ფიზიოლოგიურად ვერ გამოდის სათანადოდ მომწიფებული.

ასეთი თესლის ბუნებრივი (მზის სხივებით) ან ხელოვნური (თერმოსტატში) გახურებით შეიძლება საგრძნობლად ავამაღლოთ მისი თესვითი ღირსება.

ბუნებრივი, ანუ მზის სხივებით გახურების ტექნიკა მარტივია. ამ მეთოდის გამოყენებისას თესლს ბრეზენტზე ან სხვა საფენზე თხელ 2 – 4 სმ-ის სისქის ფენად ყრიან და დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გადანიჩბავენ. ხელოვნური გაცხელებისათვის იყენებენ თერმოსტატს ან ჩვეულებრივ ღუმელს, რომელსაც აქვს თერმომეტრი ტემპერატურის დასარეგულირებლად.

თესლის დალბობა

წინასწარ დამბალი თესლის თესვისას, მშრალი თესლის თესვასთან შედარებით, უფრო ნაადრევ აღმონაცენს იღებენ. აღმოცენების დაჩქარება თავის მხრივ, უზრუნველყოფს მის სითანაბრეს და მომდევნო სამუშაოების (გაფხვიერების, გამარგვლის, გამეჩხერების) ნაადრევად შესრულებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს საადრეო მოსავლის მიღებას.

თესლის დალბობას აწარმოებენ წყალში უჟანგავ ემალირებულ ჭურჭელში ან რბილ ტარაში (უმჯობესია თიხის ან ხის ჭურჭელი). წყლის ტემპერატურა სითბოსმოყვარული კულტურებისათვის 16 –250-ია, დანარჩენები-სათვის დასაშვებია 6-250.

დალბობისას თესლის ფენის სისქე 15 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს; წყლის გამოცვლა სავალდებულოა ყოველ 10-12 საათში, დალბობის ხანგრძლივობა ასეთია (საათობით): ნელად გამღივებელი თესლების ქოლგოსანთა, ნაცარქათამასებრთა, მატიტელასებრთა და შროშანასებრთა ოჯახის კულტურებისთვის — 50-60 საათის განმავლობაში, რთულყვავილოვანთა და ძაღლყურძენისებრთა თესლებისათვის — 25-40სთ, ჯვაროსანთა, გოგრისებრთა და პარკოსნების თესლებისათვის — 12-20სთ.

უფრო მეტი ხანგრძლივობით დალბობისას შეიძლება თესლმა აღმოცენების უნარი სულ დაკარგოს.

თესლის დალბობა ხდება 3-4-ჯერად წყლის დამატებით იმ რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს სრულ გაჟიჟინებას. დალბობის შემდეგ თესლს ბნევადობამდე შეაშრობენ და ისე თესენ ტენიან ნიადაგში ან ზედმიყოლებული მორწყვით.

თესლის გაღივება

გაღივების მნიშვნელობა იგივეა, რაც დალბობის, მხოლოდ ამ შემთხვევაში თესლი გაღივების ფაზამდე მიყავთ, რითაც უფრო მეტად აჩქარებენ აღმოცენებას და უზრუნველყოფენ საადრეო მოსავლის მიღებას.

ბოსტნეულ მცენარეთა თესლის გაღივებას აწარმოებენ 20-250 ტემპერატურის პირობებში უჟანგავ ჭურჭელში, ქეჩაზე ან ტომარაზე, მსხვილი თესლი შეიძლება გაღივდეს მოდუღრულ ნახერხში. სველ, დამბალ თესლს ყრიან 6-8 სმ-ის სისქეზე და ზემოდან სველ ტომარას აფარებენ. შენობა, სადაც გაღივებას ატარებენ, კარგად უნდა ნიავდებოდეს. თესლს კი დღე-ღამეში 2-3 ჯერ არევა ჭირდება.

გაღივებას ამთავრებენ, როდესაც თესლის საერთო რაოდენობის 30-50% ღივებს განივითარებს. მანქანებით თესვისას გაღივებას ამთავრებენ, როცა თესლების 3-5%-ს კანი დაუსკდება და ღივი გამოუჩნდება. გაღივებულ თესლსაც სველ ნიადაგში ან მორწყვის გამოყენებით თესავენ.

თესლის დრაჟირება

ბოსტნეულ კულტურათა თესლის თესვამდე დამუშავების ეს წესი. დრაჟირება შემდეგში მდგომარეობს: იღებენ პამიდორის, სტაფილოს, კიტრის და სხვა ბოსტნეული მცენარეების დამბალ ან გაჟიჟინებულ თესლებს, ჩადებენ თუნუქის ჭურჭელში და გაცრილ ნეშომპალას ან ტორფს შეურევენ. შემდეგ თავდახურულს აბრუნებენ, რის შედეგად თესლი ბარდის მარცვლის სიდიდის სფეროს ფორმას მიიღებს.

გაცრილი ნეშომპალი და ტორფი რომ კარკად მიეკროს თესლებს, ხანდახან რომელიმე წებოს უმატებენ — კლეისტერის, დექსტრინის ან სხვას. ნეშომპალს ან ტორფს უმატებენ აგრეთვე მინერალურ მარილებსაც.

ნეშომპალი ან ტორფი ყოველი მხრიდან ეკვრის და ფარავს ზრდაში შესულ გაჟიჟინებულ თესლს, ხელს უწყობს მათში ტენის უკეთ შენარჩუნებას, მინერალური მარილების დამატება კი უზრუნველყოფს აღმოცენებულ თესლს და შემდეგ ნორჩ მცენარეს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.

ქიმიური სტიმულაცია და ბაქტერიზაცია

ეს არის თესლის თესვისწინა დამუშავება ქიმიური ნივთიერებებით ანუ, როგორც მას უწოდებენ სტიმულატორებით. არსებობს უამრავი სხვადასხვა ქიმიური რეაგენტები, რომლებიც აჩქარებენ მცენარის ზრდასა და განვითარებას.

ასეთ ნივთიერებებს ეკუთვნის ტანინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ჰიდროქინონი, ბრომიანი კალიუმი და სხვ. ნატრიუმის ბიკარბონატის (საჭმელი სოდის) სტიმულატორად გამოყენებისას ამზადებენ მათ 0,5-1% ხსნარს და მასში ამუშავებენ ბოსტნეულის თესლს 6-დან 24 საათამდე ექსპოზიციით. 0,5%-იან ხსნარს იყენებენ კომბოსტოსა და ხახვისათვის, ხოლო 1%-იანს — ჭარხლისათვის.

თესლის აქტივატორად გამოდგება აგრეთვე მისი დალბობა სასუქის ხსნარში. მაგალითად, ცერეცოს თესლი 0,25% KNO3 — ის ხსნარში 6 დღე-ღამის შემდეგ ამოდის 14-ის ნაცვლად.

თესლის დალბობით ახალ წუნწუხში, როდესაც ის განზავე-ბულია 1:2 ანდა 1:4, საგრძნობლად დიდდება მოსავალი. ამ ხერხს მარტო იმიტომ კი არა აქვს ეფექტი, რომ ეს სასუქის ადგილობრივი შეტანაა, აქ მნიშვნელობა იმასაც აქვს, რომ ახალი წუნწუხი შეიცავს აუქსინის ბევრ რაოდენობას. აუქსინი კი ეს ისეთი ნივთიერებაა, რომელიც სტიმულს აძლევს მცენარის ზრდის პროცესებს.

საქართველოში დაშვებულ სტიმულატორებიდან „აგატ-25“, ამბიოლი, ბიორაგი, ივინი, ფეტილი — გამოიყენება კიტრის, სტაფილოს, პამიდორის, წიწაკის აღმოცენების, მოსავლიანობის გაზრდის, იმუნური სისტემის სტიმულაციის და დაავადებისადმი გამძლეობისათვის.

ბოსტნეულ კულტურათა მოსავლიანობის გასადიდებლად თესლის ბაქტერიზაციას მიმართავენ. ამ მიზნისათვის იყენებენ აზოტობაქტერინს, ფოსფორობაქტერინს, ნიტრაგინს და სხვ.

ავტორები: ლ. ალფაიძე; ე.მოთიაშვილი; ნ.ჭანკვეტაძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2332 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1286 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB