ზურა ბოშაშვილის გზა ქიმიურიდან ორგანულ მეურნეობამდე

385 Views

თელავში, სოფელ რუისპირში ფერმერი ზურა ბოშაშვილის ქიმიური მეურნეობიდან ბიოლოგიურ მეურნეობაზე გადასვლის ამბავს მოგიყვებით.

ზურა ვენახს, კარტოფილს, ხეხილს, კენკრას და ბოსტნეულს ქიმიური პრეპარატებით უვლიდა: „მე-4 წელია რაც ორგანული მეურნეობების შესწავლა და ჩემს ნაკვეთში დანერგვა დავიწყე. „ბიოაგროს“ პრეპარატებს ვიყენებ. ქიმიკატები ცუდად მხდიდა, ამ პრეპარატების გამოყენებისას მსგავსი პრობლემა არ მქონია, თან ხარისხიც უკეთესია, ვენახიც უკეთესად გამოიყურება, პროდუქტიც – ყველაფერს თავისი გემო აქვს შენარჩუნებული და რაც მთავარია, ადამიანისთვის უსაფრთხოა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბიოლოგიურ მეურნეობაზე გადასვლა.“

ზურას მოტივაცია დიდი ჰქონდა, მიზეზი კი საკუთარი გამოცდილებიდან ქიმიკატების გამოყენებით მიღებული შედეგების საკუთარ თავზე გამოცდა იყო.

როგორც თავად გვიყვება, ადვილი პროცესი არ ყოფილა ქიმიას მიჩვეული მცენარეები ორგანულ მეურნეობასთან დაემეგობრებინა. მთავარი სირთულე ნიადაგის სტრუქტურის აღდგენაც იყო.

„პირველ წელს ვენახის თითქმის ნახევარზე მეტი გამიფუჭდა, მაგრამ იმასაც ვხედავდი რომ სიტუაცია თანდათან უმჯობესდებოდა და საქმე წინ მიდიოდა. ჩემი ნაკვეთი 1 ჰექტარზე იტევს: ვენახს, ხეხილს, კარტოფილს, კენკრასა და ბოსტნეულს. ორი წელი დამჭირდა რომ ბიოლოგიური მეთოდით იმ მოგებაზე გავსულიყავი, რომელსაც ქიმიის მოხმარებისას ვიღებდი.“

რუისპირელი ფერმერი მთვარი განსხვავება დღევანდელ მეურნეობასა და ქიმიით მოყვანილ მოსავალს შორის მთავარ საკითხამდე, ადამიანის ჯანმრთელობამდე და ჯანსაღ გარემომდე დაჰყავს და მიაჩნია, რომ ეს ის უპირველესი ფაქტორია, რომელზეც ფერმერმა ქიმიური და ბიოლოგიური მოვლის საშუალებებზე არჩევანის გაკეთებისას უნდა იფიქროს.

„ბიოაგროს“ ორგანული სასუქისა და ბიოპრეპარატების გამოყენების შემდეგ ვხედავდი, რომ ნაკვეთში ჭიაყელები და ჭიამაიები გამრავლდნენ.“ – აღნიშნავს ზურა.

ბოშაშვილმა ორი წლის შემდეგ, როდესაც ბიომეურნეობის შედეგები მეურნეობაში თავად შეაფასა, გადაწყვიტა თელავში, ქ.წამებულის №5-ში მდებარე ტექნიკის მაღაზიაში მცენარეთა დაცვის საშუალებებისთვის ადგილი დაეთმო და ადგილობრივი ფერმერებისთვის ბიოპესტიციდები და ორგანული სასუქი უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა.

„ჩემი მაღაზია თელავშია. მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც ჯერ-ჯერობით ტექნიკის მაღაზიაში მაქვს განთავსებული, საჭირო ტემპერატული რეჟიმისა და სხვა პირობების დაცვით, მოთხოვნიდან გამომდინარე შემოვიტანე და კონსულტანტობასაც მივყავი ხელი.

ზურა აღნიშნავს, რომ როგორც აგრო კუთხის მმართველისა და ფერმერისთვის მომხმარებელთა ნდობის გამართლება უპირველესია: „პრეპარატსა და სასუქს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუწევ რეკომენდაციას თუ თავად მაქვს გამოცდილი და შედეგები შესაბამისი იყო. ამ ეტაპზე მაღაზიაში მხოლოდ „ბიოაგროს“ სასუქები, ინსექტიციდები და ფუნგიციდები მაქვს.“

ბიო, ორგანული, ვენახი

იგი თელავში ორგანული მეურნეობით დაინტერესების ტენდენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ, წინა წლებთან შედარებით, ფერმერები უფრო აქტიურად ეცნობიან ბიომეურნეობის საკითხებს, იზრდება დაინტერესება და ეს ყველაფერი პრაქტიკაშიც აისახება, უკვე ბევრი მევენახე გადავიდა ორგანულ მეურნეობაზე, მათ კი პატარა თუ დიდო ბოსტნები და ხეხილის ბაღები მიჰყვებიან.

„თავდაპირველად „ორგანიკას“ საჩუქრადაც გავცემდი, რათა ფერმერს პროდუქტი გამოეცადა, შედეგი თავისი თვალით ენახა. რამდენიმე ხანში ყველა მათგანი სასუქზე მეტი ინფორმაციის მისაღებად და შესაძენად მოდიოდა.“

ბოშაშვილის თქმით, პირველი პრობლემა, რომელსაც ფერმერი ქიმიის გამოყენებისას აწყდება არის ის, რომ მიწა უნაყოფო და გამოფიტული რჩება. გარდა ამისა, მოხმარების წესების დაცვის მიუხედავად, ბევრ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემასაც უქმნის ესა თუ ის შხამ – ქიმიკატი.

„ამასთან ერთად, ფერმერისთვის მთავარი მოტივაცია ბიოლოგიური პროდუქტის მაღალი ღირებულებაა, რომლის გადახდისთვის მომხმარებელი მხად არის, რადგან იცის რომ ყიდულობს ორგანულს, ჯანსაღს და უკეთესი გემოვნური თვისებების პროდუქტს.“ – აბობს ფერმერი.

დღეს ზურას პატარა აგრო კუთხეში მოთხოვნა იმდენად არის გაზრდილი მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებებზე რომ მომავალი წლისთვის გაფართოებასაც გეგმავს.

როგორც ინტერვიუში აღნიშნავს, პირველი, საცდელი წელი იმდენად წარმატებული და სასარგებლო აღმოჩნდა, რომ გაფართოების ხარჯები არ აშინებს, იცის რა მოთხოვნის მზარდი ტენდენცია და აღმოჩენილი აქვს მიდგომა, რომლითაც იმუშავებს – მიაწოდოს მომხმარებელს გამოცდილი და სასარგებლო პროდუქტი.

ავტორი: მარიამ ტაკაშვილი

ინფორმაცია მოგვაწოდა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრმა „ბიოაგრო“.

In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB