ვაშლის ძმარი-ვაშლის ძმრის მომზადების წესი და სასარგებლო თვისებები

3212 Views

ვაშლის ძმარი-ეს არ არის მხოლოდ იაფი სამკურნალო საშუალება, არამედ ის არის სასარგებლო პროდუქტი, რომელიც გამოიყენება მრავალი დაავადებების დროს. უფრო მეტიც, ეს არის კარგი ბუნებრივი კონსერვანტი,რომელიც შესაძლებელია დაემატოს სალათებს, მარინადებს და საწებლებს.

ვაშლის ძმრის დამზადება

ვაშლის ძმრის ყიდვა შესაძლებელია თითქმის ყველა მაღაზიაში, მაგრამ უმჯობესია ის დამზადდეს სახლის პირობებში. სახლში დამზადებული ვაშლის ძმარი უფრო მეტად სასარგებლოცაა და გემრიელიც.

როგორ დავამზადოთ ვაშლი ძმარი?  საკმაოდ იოლია მისი დამზადების წესი:

  • ავიღოთ ვაშლი, გადავარჩიოთ და გავრეცხოთ;
  • გავასუფთავოთ გაფუჭებული და დაჟეჟილი ადგილებისგან;
  • გავხეხოთ სქელ სახეხზე ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში;
  • მოვათავსოთ ემალირებულ ან შუშის ჭურჭელში;
  • 800 გრ ვაშლზე აუცილებელია დავამატოთ 1 ლიტრი თბილი ანადუღარი წყალი;
  • წყალს დავუმატოთ 100 გრ შაქარი ან თაფლი;
  • ქილა უნდა მოთავსდეს ოთახის ტემპერატურაზე და უნდა დაეფაროს მარლა;
  • 60 დღის შემდეგ ძმარი მზად არის;
  • გავფილტროთ, ჩავასხათ ბოთლებში და თავი დავახუროთ მჭიდროდ.

თუ გვინდა რომ ვაშლის ძმარი სწრაფად დამზადდეს, დავუმატოთ შავი პური ან დროჟი. ეს მასა უნდა ვურიოთ პერიოდულად. დღეგამოშვებით აუცილებელია მისი გადაწურვა მარლაში. სითხე უნდა მოთავსდეს ქილაში , სადაც 1ლიტრ წყალზე უნდა დაემატოს 100 გრ შაქარი.

ვაშლის ძმარი უნდა შევინახოთ გრილ ადგილას, სარდაფში ან მაცივარში.
ვაშლის ძმარი გადაგარჩენთ ბევრი დაავადებებისგან!

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები:

ვაშლის ძმარი ძირითადად მზადდება ტკბილი ვაშლის ჯიშისაგან. ის არ შეიცავს დესტრუქციულ ძმარმჟავას, ამ დროს მასში არის ისეთი შემცველობა, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

ვაშლის ძმარი რამდენიმე მჟავას შეიცავს — ვაშლისას, რძისას, ასკორბინისას და ძმრისას. გარდა ამისა, მასში ბევრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნატურალური ნივთიერებები: B, E ვიტამინები, პანტოტენის მჟავა და პექტინები, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.

ყველა ეს კომპონენტი არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე — წმენდს შლაკებისაგან და გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან იცავს. ის აგროვებს და ინახავს ენერგიას ორგანიზმში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული. მაგრამ ამით არ მთავრდება ვაშლის ძმრის თვისებები.

ვაშლის მჟავა კარგად მოქმედებს კანზე, აძლიერებს სისხლძარღვებს და გულის კუნთს. ვაშლის ძმარი, გარდა ვაშლის მჟავისა შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინებს და ელემენტებს. მასში უხვადაა კალიუმი,რომელიც აუცილებელია ენერგიისთვის და ეფექტურია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის. ამ პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში დაიკლებთ წონაში, გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და გახდებით ენერგიული.

ვაშლის ძმარი გამოიყენება ბევრი დაავადების დროს. ის ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ის გამოიყენება კანის, ინფექციური დაავადებების, მოწამვლის დროს.კალიუმი, რომელსაც შეიცავს ვაშლის ძმარი, ამაგრებს ძვლებს, კბილებს და ფრჩხილებს. პექტინები ამცირებს ქოლესტერინს სისხლში და თავიდან აცილებს ინსულტსა და გულის ინფარქტის რისკს.

ვაშლის ძმარი რეკომენდირებულია გამოიყენოთ ანგინის, გასტრიტის, ქრონიკული ენტეროკოლიტის, პოდაგრის, სტომატიტის, ჰიპერტონიის დროს. ვაშლის ძმარი სასარგებლოა ქალებისთვის. ვურჩევთ გამოყენონ ვაშლის ძმარი ორსულ და მეძუძურ ქალებმა. აგრეთვე ეს პროდუქტი გამოიყენება უშვილობის დროს.

თუ თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ, არ არის აუცილებელი გამოიყენოთ ვაშლის ძმარი, მაგრამ თქვენ თუ რამე გაწუხებთ , პირველ რიგში კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან და მას შემდეგ მიიღოთ ეს პროდუქტი.

თუ თქვენ გაწუხებთ კარიესი, პაროდონტოზი და სხვა დაავადებები, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიებით, ამისათვის ორჯერ დღეში უნდა გამოივლოთ პირის ღრუ ვაშლის ძმრით: ერთი ჩაის კოვზი ვაშლი ძმარი ერთ ჭიქა წყალზე. თუ თქვენ ორგანიზმში გაქვთ პრობლემები, მაშინ უნდა მიიღოთ ვაშლის ძმარი ერთი სუფრის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე, სამჯერ დღეში.

ვაშლის ძმარი გამოიყენება კოსმეტიკაშიც. ის ამაგრებს თმის ძირებს და კანისთვის საუკეთესო საშუალებაა. აგრეთვე ვაშლის ძმარი გამოიყენება წონის დასაკლებად.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ბაღების თანადაფინანსება — კულტურები, რეგიონები, პირობები
1209 Views

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების დამოუკიდებელი კომპონენტია: ბაღების კომპონენტი. ბაღების კომპონენტი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1482 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB