ტური ორგანულ ფერმაში — უკრაინული მაგალითი

511 Views

ორგანული ფერმა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უკრაინელი ფერმერი საკუთარი პროდუქტების რეკლამირებისთვის პიკნიკ-ტურებს აწყობს, ტური იწყება ბილეთის შეძენით.

თანამედროვე სოფლის მეურნეობის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობის მთავარი ამოცანა, მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანაა. ამისთვის მეწარმეები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, თუმცა აგრობიზნესში მომხმარებლის დაინტერესების ერთ-ერთი მთვარი ინსტრუმენტი პროდუქტის მიკვლევადობაა.

სად, როგორ და რა გარემოში მოხდა პროდუქტის წარმოება ამის გაცნობა, პროდუქტისადმი მომხმარებლის ნდობას ზრდის, გარდა ამისა გასტრონომიული ტურები თავისთავად უკვე შემოსავალია.

ორგანული

უკრაინელი ფერმერი ალექსეი ტრეგუბოვი, საკუთარი მეურნეობაში ორგანულ ტურებს აწყობს.

ორგანული

სტუმრები საკუთარი ხელით მოკრიფავენ და დააგემოვნებენ 8 ჯიშის ჟოლოს, მაყვალს, მარწყვს, ნახავენ საქონლის, იხვისა და ქათმის ფერმებს, დაათვალიერებენ სათბურს, ისადილებენ ორგანული პროდუქტით, იბანავებენ ტბაში, გადაიღებენ ფოტოებს და ა.შ.

ორგანული

ტურის სარეკლამო ინფორმაციაში მოცემულია პროგრამა

  • ორგანული პროდუქტების მაღაზიის დათვალიერება (დაჯილდოებულია კონკურსზე — Green Awards Ukraine);
  • ექსკურსია ორგანული რძის პროდუქტების საწარმოში;
  • ექსკურსია ძეხვის საწარმოში;
  • ექსკურსია ბაღებში და მინდვრებში;
  • ვახშამი ორგანული პროდუქტებით.

ორგანული

ორგანული ტურისთვის ბილეთის შეძენა შესაძლებელია ელექტრონულადაც. ბილეთის ღირებულება: 500 გრინვა (დაახლოებით 20 აშშ. დოლარი), 16 წლამდე ბავშვებისთვის და წინა წლის სტუმრებისთვის 350 გრინვა.

ორგანული

ორგანულ ტურში მონაწილეობის შემდეგ, როგორც წესი სტუმრები ამ ფერმის წარმოებული პროდუქტის მომხმარებლები ხდებიან (თუ მოეწონათ რა თქმა უნდა). გარდა ამისა საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება საუკეთესო რეკლამაა.

ორგანული

გისურვებთ წარმატებებს!

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
535 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB