ტრადიციული ტექნოლოგიები — სვანური ქუდის დამზადება

554 Views Comment Off

სვანი კაცის ავთენტურობის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ სვანური ქუდია. სვანური ქუდი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც უბრალო თავსაბურავი, მასში იგულისხმება სვანი კაცის  ვაჟკაცური ბუნება, სინდის-ნამუსი, ერთგულება და პირმტკიცობა, რაც მრავალი ფრაზეოლოგიზმით დასტურდება.

თუ  ვაჟკაცი, რაიმე მიუღებელ ქმედებას ჩაიდენს, მასზე იტყვიან „ისგე ფაყვ გიმს უ ხავხა“ შენი ქუდი მიწას დაენარცხოსო; თუ კი ვაჟკაცი სახელოვან საქმეს გააკეთებს მასზე იტყვიან „ოქრეშ ფაყვ ხარ“ ოქროს ქუდი ხურავსო, ამდენად ქუდი სვანი კაცის ცნობიერებაში სიმბოლურ დატვირთვასაც ადარებს, ამიტომ არის რომ სვანური ქუდის დახურვა ქალს ეკრძალება.

სვანური ქუდის დამზადება ძველად ყველა ქალმა იცოდა, ეს აუცილებელი მოთხოვნა იყო.

დღეს ახალგაზრდა თაობამ დაკარგა ინტერესი ტრადიციული ხელსაქმისადმი და შესაბამისად ქუდის დამზადების შრომატევად საქმიანობისადმი:  აქა -იქაა ამა თუ იმ თემში თითო ოროლა ოჯახშიღა მზადდება სვანური ქუდები.

სვანური ქუდის დამზადებისთვის საჭიროა ცხვრის მატყლი.

მატყლს ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე კრეჭენ, შემდეგ კარგად გარეცხავენ,  გააშრობენ და დაპენტავენ.

საქუდე, დაპენტილი მატყლი, რომ კარგად გასუფთავდეს ხიჭვებისაგან კიდევ ერთხელ პენტავენ ხის წკნელზე გადაჭიმულ წვრილ თოკზე, რომელსაც  მშვილდის ფორმა აქვს.

ასე მატყლს საჩეჩელზე დაჩეჩავენ თანაბარ სისქეზე, სველ ტილოზე, სედაც სველ ტილოს გადააფენენ და სპეციალურად გამოთლილ მსხვილ ჯოხზე გადაახვევენ, ამ გრაგნილს დიდხანს აგორებენ  ზევით-ქვევით, როდესაც ტილო შეშრება კვლავ  დაასველებენ და მანამ იმეორებენ ამ პროცედურას სანამ მატყლი მკვრივად არ მოეჭიდება ერთმანეთს და არ შეითელება.

ასე მოთელილ მატყლისაგან მიიღება საქუდე ნაბადი, რომელსაც ჩამოაცმევენ სპეციალურად გამოთლილ, საქუდე  ყალიბზე, ყალიბი სხვადასხვა ზომისაა, მის დიამეტრი დამოკიდებულია, იმაზე თუ რა ზომის ქუდის გაკეთება სურთ ( ძირითადად საშუალო ქუდის დიამეტრი 36 სმ).

ყალიბზე ხდება ქუდის სიმაღლის განსაზღვრა, რა სიმაღლის ქუდის მიღებაც სურს მკეთებელს, იმ სიმაღლეზე გადაუჭერს თოკს, დანარჩენ, ზედმეტ მასალას შემოაჭრის.

ასე დატოვებენ მანამ სანამ ნაბადი არ გაშრება და ფორმას არ მიიღებს.

3-4 დღის შემდეგ მოხსნიან ყალიბიდან და დაიწყებენ მის მოპირკეთებას. ქვედა გადანაჭრევ ადგილს შემოკერავენ და დაამაგრებენ წინასწარ დაგრეხილ მატყლის წვრილ თასმას, შემდეგ დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით მაღლა აკერებენ ისევ თასმას, საიდანაც ამ მთელ ქუდზე გადაატარებენ თასმას ჯვრის ფორმით.

ქუდი ძირითადად რუხი ფერისაა, ბავშვებისთვის კი თეთრ ქუდს აკეთებენ. რუხი ფერის მისაღებად თეთრსა და შავ მატყლს ურევენ და ერთად თელავენ.

კარგ ქუდად  ითვლება ის ქუდი, რომელიც მკვრივია, მისის სიმკვრივის განსაზღვღისათვის არსებობს ერთი ხერხი, წყალს ჩაასხამენ და თუ კარგად შეკეთდა წყალს არ გაატარებს.

სვანურ ქუდს ერთი საოცარი თვისება აქვს, წყალს არ ატარებს ხოლო არაყს ადვილად ატარებს. ასევე სვანურ ქუდს სამკურნალო თვისებებსაც აწერენ, ამბობენ თავის ტკივილს აყუჩებსო.

ამრიგად ამ საოცარი ქუდის  დამზადება  საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ის დიდ სიზუსტის დაცვას მოითხოვს.

ფარის თემში სსაუკეთესო ქუდები მკეთებლად ითვლებიან ზოლიდა დადეშქელიანი და ცისანა კვიციანი.

წყარო: sofelifari.blogspot.com/სტილი დაცულია

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB