თხის რძის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი

211 Views Comment Off

თხის რძე, ისევე როგორც ძროხისა, კაზეინის შემცველია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ შეიცავს ალფა-1S-კაზეინს, რომელიც რძეზე ალერგიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც ძროხის რძეზე ალერგიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია თხის რძე.

კაზეინი ამინმჟავებით გაჯერებული ცილაა, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ნელა ითვისებს და ასევე ნელა გამოდევნის.

თხის რძის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში მას ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეების ექიმი ავიცენა თხის რძეს სამკურნალო სითხედ მიიჩნევდა. ერთ-ერთი მითის თანახმად, ღვთიური თხა ამალთეა თავისი რძით კვებავდა ზევსს.

თხის რძისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ყველს, არაჟანს, ჩუმამაწონს და სხვა ნაწარმს. ფართოდ ცნობილი შვეიცარიული ყველის მრავალი სახეობა ძროხისა და თხის რძეთა ნარევისგან მზადდება.

თხის რძეში ძროხისაზე გაცილებით მეტია სასარგებლო ნივთიერებები, მინერალები, ანტიოქსიდანტები, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა და მანგანუმი, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მათ შორის — ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინს), რეტინოლს (A ვიტამინს), თიამინს (B1 ვიტამინს), რიბოფლავინს (B2 ვიტამინს) და ციანკობალამინს (B12 ვიტამინს). 100 გრამი თხის რძის ენერგეტიკული ღირებულება 68 კილოკალორიაა.

სასარგებლო თვისებები

თხის რძე შეუცვლელია კუჭისა და მხედველობის ორგანოს დაავადებათა დროს, დიათეზისა და ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაციის პროცესში.

სხვა ცხოველების რძესთან შედარებით მას მრავალი უპირატესობა აქვს. მაგალითად, მასში ძროხის რძეზე გაცილებით მეტია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის.

გარდა ამისა, ის მდიდარია კობალტით, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სისხლის წარმოქმნა. თხის რძეს ზოგიერთი სპეციალისტი ქალის რძესაც კი ადარებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაზეინი.

თხის რძე აუცილებელია რაქიტით დაავადებული ბავშვებისთვის. ის შეიცავს სიალის მჟავას, რომელიც შედის ორგანიზმის ბუნებრივი ბარიერული სისტემის სტრუქტურაში. თხის რძის ცილების უმრავლესობა ალბუმინებითაა წარმოდგენილი. ალბუმინები უკეთ ურთიერთქმედებს კუჭის წვენთან, იოლი ასათვისებელია და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებს.

თხის რძის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ნაკლებცხიმიანია. ცხიმების შემცველობა მასში 4%-მდე მერყეობს. ეს 4%-იც კი სრულად აითვისება და, რაც მთავარია, არ გროვდება ორგანიზმში.

თხის რძე ლაქტოზის მცირე შემცველობით გამოირჩევა. ძროხის რძეში — დაახლოებით 13%-ით, დედის რძეში კი 41%-ით მეტი ლაქტოზაა, ვიდრე თხის რძეში, ეს კი მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. ამასთან, თხის რძით გამოწვეული დიარეის შემთხვევები პრაქტიკულად გამორიცხულია.

mkurnali.ge

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
324 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5316 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB