თაფლის წარმოების საინვესტიციო შესაძლებლობები

თაფლი

მსოფლიოში ფუტკრის რამდენიმე ათეული სახეობაა ცნობილი, რომელთა შორის „ქართული მთის რუხი ფუტკრის” ჯიშსა და მის პოპულაციებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

აღნიშნულმა ჯიშმა 1961, 1965 და 1971 წლებში საერთაშორისო გამოფენებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

მეფუტკრეობის უმთავრესი პროდუქტის – თაფლის – სასაქონლო თვისებები და ღირსებები, ძირითადად, დამოკიდებულია ფლორისა და კლიმატური პირობების თავისებურებაზე.

საქართველოს გეოგრაფიული ზონა ერთ-ერთი უნიკალურია თავისი კლიმატითა და, რაც მთავარია, მეფუტკრეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი მრავალფეროვანი ველური და კულტურული მცენარეული საფარით, რომელიც იძლევა ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებებით უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დასახელების თაფლის წარმოების შესაძლებლობას.

თაფლის წარმოების მიხედვით, ძირითადად, სამეგრელოს, აჭარისა და კახეთის რეგიონები გამოირჩევა.

tafli_regionebi_02_4900343333047111057

წარმოებული თაფლის 100% საოჯახო მეურნეობების მიერ იწარმოება, რომელთა უმრავლესობაც მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებს. შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში თაფლის პროდუქტიულობის დონე დაბალია და 1 სკაზე, დახლოებით, 11-12 კგ-ს შეადგენს.

tafli_warmoeba_01_30009262233222222000675

ქართულ თაფლზე მოთხოვნა ყველაზე დიდი მოთხოვნა საუდის არაბეთშია, რაც შეეხება იმპორტს აქ გამოკვეთილია უკრაინა.

tafli_partniorebi_06_7903534333055511195

თაფლის წარმოება საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, ეს კი საშუალებას აძლევს ინვესტორს შეარჩიოს გარკვეული მიმართულებები სადაც შეუძლია ფული დააბანდოს.

საინვესტიციო შესაძლებლობები

  • სკების წარმოების განვითარება;
  • მეფუტკრეობისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების მიწოდება;
  • გადამამუშავებელი მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების მიწოდება;
  • პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება;
  • ლაბორატორიული მომსახურების მიწოდება.

tafli_investicia_01_5044475550333017

წყარო: საქართველოს აგროსასურსათო სექტორი – თქვენი ინვესტიციისთვის

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეკლამა