ტერასებზე მევენახეობის განვითარების პერსპექტივები მესხეთში

647 Views Comment Off

შესავალი

მესხეთის ბუნებრივი პირობების უაღრესად მთაგორიანობა და დასამუშავებელი მიწის სიმცირე, ოდითგან განაპირობებდა ხელოვნურად ბაქან-ბაქან მოვაკებულ ნიადაგზე — ოროკოებზე (ოროკო — ტერასების აღსანიშნავი ტერმინი მესხეთში/აგროკავკასია) ვენახების გაშენებას.

ასეთ ხელოვნურად დაბაქნებულ ოროკოებს ამოშენებული აქვს კედლები, რომელსაც ასპინძის რაიონში დღესაც ვხვდებით სოფ. საროში, ხერთვისში, ხიზაბავრაში და სხვაგან.

ნიადაგის დამუშავების აღნიშნული კულტურა მრავალი საუკუნის უწინ იღებს სათავეს, მსოფლიო ტერასული მევენახეობის ისეთ უძველესი ცენტრებიდან, როგორიცაა საქართველო, ჩინეთი, ინდოეთი, სირია, პალესტინა, სამხრეთ-აფრიკა, არაბეთი.

ამ მიზნით სადღეისოდ, ფერდობებზე გაშენებული ვენახების ფართობი ევროპაში თითქმის მთლიანი წილის ნახევარზე მეტს მოიცავს და მსოფლიო მევენახეობის წამყვანი ქვეყნების მიერ წარმატებით არის ათვისებული: საფრანგეთში (რაინის ხეობა), შვეიცარიაში ,,ლაოს’’ ვენახები (ლემანის ტბის სამხრეთ ნაპირი, 30 კმ სიგრძეზე) შედის იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

იტალიაში ქვეყნის მთავრობა ითვალისწინებს სუბსიდიების გაცემას ვენახის ფერდობზე გასაშენებლად. ბულგარეთში როგორც ეროზიული მოქმედებისაგან დაცვის საშუალება მევენახეთა კოპერატივები და კერძო მეურნეობები თავისუფლდებიან 8 წლით გადასახადებისაგან.

პრობლემის აქტუალობა

ვინაიდან ჩვენი ქვეყნის რელიეფი და კლიმატური პირობები (კოკისპირული წვიმები) ხელს უწყობს წყლისმიერი ეროზიის განვითარებას, მთიან რეგიონებში ყოველწლიურად ასეულობით ჰექტარი მიწის სავარგული ნადგურდება.

დაუცველი ფერდობების ნაყოფიერი ფენის დანაკარგი ფერდობის დახრილობასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება, ზოგიერთ რაიონებში ერთი ჰექტარი ფართობიდან ჩამონარეცხი, საშუალოდ 200-300 მ3 და მეტს შეადგენს, რის შედეგადაც იკარგება მცენარისათვის აუცილებელი საჭირო საკვები ელემენტები.

ამასთან ჩამონარეცხი ილექება მდინარის კალაპოტში, მაღლა სწევს წყლის დონეს, იწვევს დაბლობის დაჭაობებას, წყალდიდობას და ხრამ-ღელეებით სერავს მას. მაშინ როცა 1 სმ ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შექმნას ათეული წლები სჭირდება.

ეკოლოგიურ კატასტროფას წარსულშიც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ტრადიციული მიწათმოწმედება მაქსიმალურად ითვალისწინებდა მიწის საფარის დაცვისა და შენარჩუნების უამრავ ხალხურ ღონისძიებებს. ხელოვნური ტერასები ეროზიის წინააღმდეგ მიმართული უძველესი ხალხური საშუალებაა, რომელიც დიდ ეფექტს იძლევა.

რელიეფის ათვისების კლიმატური და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობის გარდა, სატერასე ნაკვეთის შერჩევისას, არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება მზის ენერგის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების ფაქტორს.

ხალხში დაცულია ღრმა ცოდნა მზის ფაზების, მისი დახრილობის და სამეურნეო ნაკვეთის განათების ეფექტზე, სხვადასხვა კულტურების თვისებების და მოთხოვნილების შესაბამისად.

კლიმატი

ტერასული მიწათმოქმედების ხასიათი საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ-გეოგრაფიულ გარემოში განსაზღვრულია ბუნებრივ მოვლენათა განსხვავებული კომპლექსით.

ახალციხის ქვაბულის მთის ტყე-ველის ზონა მოქცეულია ზომიერად ტენიანი, მშრალი სუბტროპიკული მთიანეთის ჰავაზე გარდამავალ ზონაში (შედარებით მშრალი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით), მაგრამ ეს მონაცემები ნაწილობრივ არატიპიურია, დანაწევრებული რელიეფის პირობებში, თავს იჩენს კლიმატური მრავალფეროვნება, როგორც ცალკეული რაიონების ისე თითოეული დასახლებული პუნქტის მიმართ. სადაც რამდენი მთა და ხეობაა, იმდენივე მისთვის დამახასიათებელი კლიმატური თავისებურებაა, რომელიც იცვლება ნებისმიერად ტერიტორიის ტალღისებურ განფენილობაში.

მესხეთის მთელი ტერიტორიისათვის მკვეთრად არის გამოხატული ვერტიკალური ზონალობის მაჩვენებელი, რეგიონის ტერიტორია იყოფა 4 ძირითად ვერტიკაურ ზონად, თვითოეული ზონა ხასიათდება სამეურნეო ელემენტების მრავალფეროვნებით, (ზონალობის ამპლიტუდა 900-იდან -2500 მეტრამდე მერყეობს), რაც განაპირობებს მეურნეობის დარგების სპეციალიზაციას.

თავის მხრივ რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, სავეგეტაციო პერიოდში, ვაზების სითბოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მესხეთის ტერიტორიის სოფლები და განლაგებული ფართობები, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, იყოფა მიკროუბნებად:

ა) დაბალი ზონის სოფლები და მათი ფართობები, რომელიც მოთავსებულია შავი ზღვის დონიდან 971-1100 მეტრის სიმაღლეზე;

ბ) საშუალო ზონის სოფლები და მათი ფართობები, რომელიც მოთავსებულია 1100-1200 მეტრ სიმაღლეზე;

გ) მაღალი ზონის სოფლები და მათი ფართობები, რომელიც დაშორებულია ზღვის დონიდან 1200-1400 მეტრ სიმაღლეზე.

აღსანიშნავია, რომ სავეგეტაციო პერიოდში თითოეული მიკრო-უბნის კლიმატური მაჩვენებელი ერთმანეთისაგან დიდად განსხვავდება. ზაფხულის ყველაზე თბილ თვეებში მესხეთის არც ერთ რაიონში საშუალო თვიური ტემპერატურე 19- 210 დაბლა არ ეცემა. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის ტემპერატურა სავსებით საკმარისია იმისათვის რომ, ფართოდ გაშენდეს როგორც ადრეული, ისე პირველი და მეორე პერიოდის სიმწიფის ვაზის ჯიშები.

მესხეთში ვაზის კულტურა შენდება ზღვის დონიდან 900- 1400 მეტრის სიმაღლის ფარგლებში.

ფერდობის ექსპოზიციის და ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, დიდია გარემოს გავლენა ვაზის ზრდასა და განვითარებაზე:

ა) ჰაერი მუდმივ მოძრაობაშია, რაც ხელს უშლის დაავადებების განვითარებას;

ბ) არა აქვს ადგილი დილის წაყინვებს;

დ) ვაზი ნაკლებად ზიანდება.;

გ) ფერდობზე სითბოს მეტი რაოდენობით დაგროვების შედეგად, ყურძენი უკეთესად მწიფდება, ნაკლებად ლპება;

ვ) ტენის დაგროვება, აძლიერებს ატმოსფერული ნალექების ფილტრაციას;

ე) ფერდობზე ხილი იძენს განსაკუთრებულ გემურ თვისებებს, მიღებული ხილი და ყურძენი მაღალი ხარისხისაა, ხოლო ღვინოს შესანიშნავი ბუკეტი და კარგი გემური მაჩვენებლები ახასიათებს.

ძირითადი სამრეწველო ჯიშები

რეგიონში გავრცელებული აბორიგენული ჯიშების უმეტესობა ფესვებს ისტორიული წარსულიდან იძენს (ვაზი ძველთაგანვე მაღლარად იზრდებოდა).

მიუხედავად იმისა, რომ ვაზი სითბოს მოყვარული მცენარეა აღნიშნული ჯიშები შეგუებულია მაღალმთის კლიმატურ პირობებს, ახასიათებთ მოკლე სავეგეტაციო პერიოდი (140-150 დღე), გამოირჩევიან ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობრბთან შეგუების კარგი უნარით და საუკეთესო მსხმოიარობით.

მესხეთში გაშენებული იყო ვაზის ჯიშები: სამარიობო, ბუდეშური, ხარისთვალა თეთრი, თეთრი ახალციხური, საფარულა, ჩიტისკვერცხა, ცხენის ძუა, თეთრი, მესხური მწვანე, მესხური საფერე, ხარისთვალა შავი, ბეჟანა, ჩიტის კვერცხა შავი, როკეთულა, ასპინძურა, ხარისთვალა, ცხენის ძუძუ, საწური, რომლებიც ხასიათდებიან კარგი არომატით, მაღალი მოსავლიანობით და საადრეო პროდუქციით.

იშვიათი არ არის, როდესაც მესხეთში გვხვდება 100-150 წლის ნორმალურად მოზარდი ვაზები, რომლებიც დიდი რაოდენობით აგროვებენ მარაგ ნახშირწყლებს, ვიდრე ევროპული ჯიშები.

სპეციფიკურ მიკროზონებში განსაკუთრებით მაღალი ხარისხის პროდუქციას იძლევიან ხარისხოვანი ღვინის მომცემი ჯიშები: ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური.

მევენახეობის მდგრადი განვითარება ამ მხარეში ხელს შეუწყობს ერთწლიანი კულტურებისათვის გამოუსადეგარი ფერდობების, მთის ძირების, დატერასებული მასივების ათვისებას, ეროზიასთან ეფექტურ ბრძოლას, მესხური ჯიშების აღდგენა კონსერვაციას, მათ გავრცელებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადგილობრივ მცხოვრებთა ეკონომიურ და სოციალურ პირობების გაუმჯობესებას.

ავტორები: მაია მირველაშვილი  — სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი;
თემური გაბისონია  — სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ლონდა მამასახლისაშვილი  — სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
გიორგი გოდაბრელიძე  — უფროსი სპეციალისტი

მესხური ტერასების პროექტი

როგორც ცნობილია, სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი „ხიზაბავრის მესხური ტერასების“ ტერიტორიაზე, უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები — მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე არიან.

რეაბილიტირებულ ტერასებზე იშვიათი ჯიშების მესხური ვაზი გაშენდება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს.

მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. მესხური ტერასების აღდგენით სამცხე-ჯავახეთში მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდება.

სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები გარდა ზემოთ ნახსენები სიკეთეებისა, სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.

აგროკავკასია

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1333 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB