სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურები — გურია, აჭარა

192 Views

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საქართველოს ფერმერთა და აგრომეწარმეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ჩამოყალიბდა.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ძირითადი ფუნქციები:

  • სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოებისა და მომსახურების შესაძლებლობების გაზრდა, მათი განვითარებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის, დარგის განვითარების სტრატეგიისა და მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინფორმირება;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მოსახლეობის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • სასოფლო-სამეურნეო მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებზე, მოსავლის აღებისა და აღებული მოსავლის შენახვის პირობებსა და ვადებზე, მექანიზაციის რაციონალურ გამოყენებაზე კონსულტაციების გაწევა;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
  • ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
  • ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება;
  • ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მათი დანერგვის მიზნით;
  • საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება.

სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია — გურიის რეგიონში

ექსტენცია

სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ექსტენცია

იხილეთ აგრეთვე: სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურები — ქვემო ქართლი

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1404 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB