საქართველოს წყლის რესურსი ანუ ყველა ქართველი მდიდარია!

1082 Views

საქართველოს ერთადერთი კონკურენტუნარიანი ბუნებრივი რესურსი, მსოფლიო ბაზარზე სასმელი წყალია. ქვეყანას შეუძლია ყოველწლიურად მიიღოს უდიდესი ეკონომიკური შედეგი-მილიარდობით ამერიკული დოლარის სახით;

საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზებით, უახლოეს ათწლეულში სასმელი წყალი კაცობრიობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი გახდება. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი უდიდესი მფლობელია და მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან.

მოკლედ იმ „ზღაპარში“ ვცხოვრობთ გველეშაპი, რომ ზის წყაროსთან და ჰა-ჰა კვერცხის ნაჭუჭებით მოუწიოთ წყალი-სოფლის მაცხოვრებლებს.

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, მისი მდინარეების ჯამური წლიური ჩამონადენი 65800 მლნ. მ 3-ს შეადგენს, საქართველოს ტერიტორიაზე ფორმირებული ჩამონადენი — 56500 მლნ. მ3-ს. სულ საქართველოში 26060 მდინარეა, მათ შორის 99.4% — მცირე მდინარეებია (სიგრძე 25 კმ-ზე ნაკლები). ჰიდროლოგიურად შესწავლილია 555 მდინარე შავი ზღვის აუზში და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში.

ქვეყნის მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოვებით 18000 მლნ. მ3-ს შეადგენს. საერთო საპროგნოზო-საექსპლუატაციო მარაგები დაახლოებით 10600 მლნ. მ3-ია.

საქართველოში 860-მდე ტბაა, უმეტესობა ძალიან პატარაა, ამიტომაც ტბების საერთო ფართობი 170კვ.კმ-ს არ აღემატება (ქვეყნის ტერიტორიის 0.24%), მათი უმეტესობა მტკანარია. საქართველოში ფართობით ყველაზე დიდია ფარავანის ტბა, მოცულობით ტაბაწყურის, სიღრმით რიწის (იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორის).

ჭაობებს  საქართველოში განსაკუთრებით დიდი ფართობი (225 ათასი ჰა) უკავია კოლხეთის დაბლობზე. დასავლეთიდან საქართველოს აკრავს შავი ზღვა, რომლის სანაპირო ზოლის სიგრძე საქართველოს ფარგლებში 315კმ-ია.

ქვეყნის მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოვებით 18000 მლნ. მ3-ს შეადგენს. საერთო საპროგნოზო-საექსპლუატაციო მარაგები დაახლოებით 10600 მლნ. მ3-ია.

საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), რომლებიც ხასიათდება დიდი რესურსებით, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით და, მყარი წიაღისეულისგან განსხვავებით, დროში განახლებადობით.

მტკნარი მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს ყველაზე ძვირფას წიაღისეულს და სასმელად ვარგისი, უმაღლესი ხარისხის წყლების, ყველაზე საიმედოდ დაცულ წყაროს. იგი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უპირველესი მოთხოვნილებას ჰაერის შემდეგ და, სწორედ, ამიტომაც ითვლება უნიკალურ წიაღისეულად, რომელთა რაოდენობის მხრივ საქართველო ერთერთი უმდიდრესი ქვეყანაა.

მიწისქვეშა მტკნარი წყლების ბუნებრივი რესურსების უდიდეს ნაწილს — 95%-ს (571,7 მ3/წმ — 49,4 მლნ. მ3/დღ.ღ.) შეადგენს სასმელი წყლები, რომლებიც ფართოდ, მაგრამ არათანაბრად არიან გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათი საერთო რაოდენობის 63,4% — (362,5 მ3/წმ) მოდის დას. საქართველოზე, 24,1% — (137,9 მ3/წმ) აღმ. საქართველოზე, ხოლო 12,5% — (71,3 მ3/წმ) კი — სამხრ. საქართველოზე. მნიშვნელოვანი ნაწილი ამ წყლებისა ხასიათდება მარილების ძალზე დაბალი შემცველობით (200-300 მილიგრამამდე ლიტრზე).

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მსოფლიოში წყალზე მწვავე და მზარდი მოთხოვნილობის ფონზე, ისმის კითხვა: რატომ არის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღატაკი? შესაძლებელია გამოიცეს აქციები საქართველოს მოქალაქეებისთვის, დაურიგდეს მათ გასხვისების უფლების გარეშე. (იყოს მემკვიდრეობითი და მოქალაქეობის დატოვების შემთხვევაში-გადაეცეს სახელმწიფოს.)

ეფექტური მენეჯმენტის დაქირავება, დღევანდელ მსოფლიოში პრობლემას არ წარმოადგენს!

საქართველოს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის უდიდესი რესურსი აქვს, ანუ ყველა ქართველი პოტენციურად მდიდარია!

*გამოყენებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემები.

მალხაზ ხაზარბეგიშვილი  Agrokavkaz.ge — ს მთ. რედაქტორი 

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
თქვენი საეკლამო ბანერი
აგროკავკასია FB